ENG

ჩვენი პრაქტიკის სფეროები

გაზრდილი კონკურენციისა და რეგულაციების ახალი ტალღის შედეგად, მაკროეკონომიკური გარემო გამოწვევებით აღსავსე გახდა, რაც საბანკო და ფინანსური სექტორის აქტორებისაგან საკუთარი საბუღალტრო ბალანსისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მექანიზმების გადახედვას მოითხოვს, ისევე, როგორც არასაბანკო ინსტიტუციებისა და ბიზნესის დამფინანსებელი ფონდების მხრიდან მზარდი ჩართულობისადმი სათანადო რეაგირებისათვის მზადყოფნას. თავის მხრივ, ეს გარემოება ზრდის კომპლექსური და ლოკალური სამართლებრივი საკითხების კვალიფიციური და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტის საჭიროებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ეს საკითხები იკვეთება საერთაშორისო ნორმებსა და პრაქტიკასთან. ჩვენი მდიდარი გამოცდილება, ვიმოქმედოთ როგორც კრედიტორების, ასევე, შუამავლების, ისევე, როგორც კრედიტუნარიანობის გამაძლიერებელთა და მსესხებელთა პოზიციიდან სხვადასხვა ინდუსტრიასა და სექტორში, ჩვენს კომპანიას იმ აუცილებელ და მომგებიან უპირატესობას ანიჭებს, რომელიც საჭიროა, რათა წინასწარ განვჭვრიტოთ და, ამავე დროს, გავამართლოთ ყველა მხარის მოლოდინი ტრანზაქციების განხორციელებისას. ჩვენი იურისტების გამოცდილება და კომპეტენცია აღიარებულია საერთაშორისო ცნობარებისა და რანჟირების გამოცემების მიერ. ჩვენი ფირმა ადგილობრივ საბანკო სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვანი შესყიდვებისა და რესტრუქტურიზაციის პროცესების წინა ხაზზეა და იურიდიულ კონსულტაციას უწევს წამყვან გლობალურ კომპანიებსა და მსხვილ ადგილობრივ საფინანსო ორგანიზაციებს. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის გარემოებაც, რომ მრავალ მნიშვნელოვან პროექტსა თუ ფინანსურ მოლაპარაკებაში მიგვიღია მონაწილეობა და მსხვილი საერთაშორისო თუ კერძო ფინანსური ინსტიტუციებისათვის გაგვიწევია დახმარება სამართლებრივ გარემოსა და პრაქტიკაში გზის გაკვლევით. ჩვენი იურიდიული კონსულტაციით განხორციელებული პროექტების ფინანსური ტრანზაქციების საერთო ოდენობა აჭარბებს 15 მილიარდ ამერიკულ დოლარს და მოიაზრებს როგორც ნავთობის გაზის, ასევე, კომუნიკაციებისა და ინფრაქტრუსტურის შესახებ გარიგებებს. ჩვენი ჩვენ ვთავაზობთ კლიენტს იურიდიული კომპეტენციისა და პრაგმატული ბიზნესხედვის კომბინაციას, რაც განსაკუთრებით გამოგვარჩევს, როდესაც საქმე ეხება კომპლექსურ და ინოვაციურ საბანკო საქმიანობასა და პროექტების ფინანსირების საქმეებს. 
განვითარებული ქვეყნების გაჯერებული ბაზრები და ჭარბი ბიუროკრატიზმი მოქმედ აქტორებს უბიძგებს განვითარებადი ბაზრებისაკენ, რომლებიც მათ მეტ შესაძლებლობებსა და მოგების უკეთეს მაჩვენებლებს სთავაზობს. ევროკავშირის მზარდი გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში, „ახალ ბაზრებზე“ წვდომისა და შესვლის დაპირება, შემოსავლის თვალსაზრისით, მყარ რეალობად იქცა. ჩვენმა ფირმამ აქტიური როლი შეასრულა საქართველოს კაპიტალის ბაზრის შექმნისა და განვითარების პროცესში არაერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციასა და სხვა აქტორების დახმარებით სხვადასხვა სადეპოზიტო მოწმობისა და ფასიანი ქაღალდების საჯარო თუ კერძო განთავსების დროს - მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ადგილობრივ ვალუტაში პირველად განთავსებისას, რაც საკმაოდ ორიგინალურ და კრეატიულ აზროვნებას საჭიროებდა. შემდგომში, მარეგულირებელი სტურქტურის მნიშვნელოვანმა რეფორმამ და კომპლექსური, მაგრამ გამოუცდელი ტექნოლოგიების დანერგვამ, ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საერთაშორისო ბრენდები, რომელთა სურვილი იყო გარიგებების შეუფერხებლად და დროულად დადება. არალიკვიდური აქტივების ფასიან ქაღალდებად გარდაქმნისა (სეკიურიტიზაციის) და სტრუქტურირებული ფინანსების სიღრმისეული ცოდნით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი კლიენტების დახმარებას ახალ პროდუქტებზე მუშაობისას, იქნება ეს წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი (დერივატივი) თუ სხვა სახის პროდუქცია. რასაკვირველია, კაპიტალის ბაზრის სექტორი მომავალშიც შეიცვლება და ჩვენი გუნდი კვლავაც ჩვეული კომპეტენციით გააგრძელებს კლიენტების მხარდაჭერას ამ გზისათვის დამახასიათებელი აღმასვლისა და დაღმასვლის პროცესებში. ჩვენს პროფესიულ გამოდილებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ეს გზა იქნება საინტერესო, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი სტანდარტების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება მოითხოვს ახალ ხედვასა და კონკრეტულ კომპეტენციას, რაც შეავსებს და გაამდიდრებს კაპიტალის ბაზრის იმ უდავოდ უპრეცედენტო გამოცდილებასა და ცოდნას, რომელსაც ჩვენი ფირმა ფლობს და უზიარებს ინდუსტრიის აქტორებს. 
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ აქტიურად ოპერირებს კონკურენციის სამართლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროებში. ჩვენმა ექსპერტებმა შეიმუშავეს კონკურენციის კანონთან შესაბამისობის პროგრამა მსხვილი მწარმოებლებისათვის, განახორციელეს საერთაშორისო მსხვილი უცხოური კორპორაციების შერწყმა და იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს კლიენტების ფართო სპექტრს კონკურენციის შესახებ კანონისა და პრაქტიკაში მისი აღსრულების შესახებ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ექსპერტებით, რომელთაც გამოცდილება აქვთ როგორც სამართლის, ისე ეკონომიკის სფეროებში და შესაბამისად, ამ სფეროს კომპლექსურობა ჩვენთვის არასოდეს წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს. რთული ბიზნეს პროცესების სიღრმისეული ცოდნა როგორც სტრატეგიულ, ისე ოპერაციულ დონეებზე, საშუალებას გვაძლევს ზუსტად მოვარგოთ რჩევები კლიენტების კონკრეტულ საჭიროებებს და შევთავაზოთ მათი ორიგინალური გადაწყვეტა. ჩვენი ფირმა წარმატებით ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ იურიდიული კონსულტაციების გაცემას 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ შესაბამისი კანონი მიიღო. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შექმნაში, მონაცემთა ტრანსსასაზღვრო და შეუფერხებელი მიმოცვლის უზრუნველყოფასა და ადგილობრივი და უცხოელი კლიენტებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ კონსულტაციის გაწევაში. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც „მონაცემები ახალი ნავთობია“ და სადაც ადამიანთა პერსონალურ მონაცემთა დაცვა გადაიქცა უმნიშვნელოვანეს საჭიროებად, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ აგრძელებს მოვლენათა ავანგარდში დგომას, აქტუალური და თანამედროვე რჩევებით უზრუნველყოფას, ისევე როგორც სფეროს განვითარებისათვის თვალყურის მიდევნებას და მარეგულირებელ სტრუქტურებთან მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებას. 
2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილ მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, გაიზარდა როგორც შრომითი დავების რაოდენობა, ისე, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობების უფრო მაღალი ხარისხით და კვალიფიციურად დარეგულირების საჭიროება. აღნიშნული საჭიროება კიდევ უფრო გააღრმავა 2020 წლის ცვლილებების ტალღამაც. ემ ქეი დი“-ს გუნდი ჩართული იყო შრომის კოდექსში სხვადასხვა პერიოდში შესატანი ცვლილების პროექტის მომზადებასა და განხილვებში. ფართო სასამართლო გამოცდილება აძლევს ფირმის იურისტებს საშუალებას, მაღალი ალბათობით განჭვრიტონ, მხარეთა შორის ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმათა სამომავლო განმარტება სასამართლოს მიერ იმ შემთხვევისთვის, თუკი წარმოიშვა დავა. ფირმას აქვს გამოცდილება მხარეთა პოზიციების დაცვისა როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის როლში.  რაც შეეხება საიმიგრაციო კანონმდებლობას, ამ მიმართულებაზე კონცენტრირდება გუნდის სამი წევრი, რომლებიც წლების განმავლობაში ადევნებენ თვალყურს როგორც შესაბამისი კანონმდებლობის განვითარებას, ისე იმ პრაქტიკულ გამოწვევებსა თუ სირთულეებს, რომლებიც არსებობს საიმიგრაციო სფეროში. სავიზო და მოქალაქეობის განაცხადებთან ერთად, გუნდს განსაკუთრებით ხშირად უწევს კლიენტებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვება სხვადასხვა საფუძვლით. უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში გუნდის მიერ მოპოვებულია 150-მდე ბინადრობის ნებართვა, რაც ჯამური მიმართვების 97%-ს წარმოადგენს.   
თუ გარემოს დაცვის შესახებ საჭიროებთ კვალიფიციურ კონსულტაციას, ან თქვენი კომერციული ტრანზაქციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხში გსურთ გარკვევა, პოტენციური გარემოსდაცვითი დავა გელით თუ დეველოპერული უფლების მოპოვება გსურთ კონკრეტული პროექტისათვის - “ემ ქეი დი“-ს გუნდი მზად არის, დაგეხმაროთ გარემოსდაცვითი თუ ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობისა და რეგულაციების ყველა ასპექტში, ჩვენს ფართო გამოცდილებაზე დაყრდნობითა და იმ ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნის გამოყენებით, რომელშიც ოპერირებთ: იქნება ეს გადაზიდვები, უძრავი ქონება, ინფრასტრუქტურული პროექტები, ენერგეტიკა თუ წარმოება. ჩვენი ექსპერტული ცოდნით ბევრ მასშტაბურ პროექტს მოვუტანეთ სარგებელი, უზრუნველვყავით მათი კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შესაბამისობა. ჩვენი კომპეტენცია საშუალებას გვაძლევს, ადვილად გავარკვიოთ კლიენტები გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების საკანონმდებლო ჩარჩოს სპეციფიკასა და ნიუანსებში, რომელთა ნორმებიც გამუდმებით იცვლება. 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო პარიზის ხელშეკრულებას შეუერთდა, ქვეყანამ აიღო პასუხისმგებლობა, თანდათანობით შეასრულოს ნაკისრი ეროვნული ვალდებულებები, რაც გულისხმობს სპეციალური ღონისძიებების გატარებას არსებული საბაზრო მექანიზმების ადაპტაციისათვის, რათა ხელი შეეწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი ენერგომოხმარებაში და შემცირდეს ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტირებულ საწვავზე - ადგილობრივი/ენდემური ენერგიის წყაროების სასარგებლოდ. იმის გარდა, რომ კლიენტებს ვეხმარებით ახალი რეგულაციების პირობებში გააგრძელონ ყოველდღიური და ჩვეული ბიზნესსაქმიანობა, ასევე, ვთავაზობთ მათი ქმედებების გარემოსდაცვით რეგულაციებსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზისა და აუდიტის მომზადებას, ისევე როგორც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპების დაცვისა და განხორციელების მონიტორინგს ჩვენი საბანკო/საფინანსო სამართლის ექსპერტების გუნდის მეშვეობით, რომელიც „მწვანე ფინანსირების“ ყველა საკითხზე იურიდიულ კონსულტაციებს გასცემს. 
საქართველოს ფრანშაიზინგის კუთხით საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია: არაერთი მსხვილი ბრენდი, რომელთა უმეტესობა ამერიკული და ევროპულია, უკვე ოპერირებს ქვეყნის ტერიტორიაზე და ფრანშაიზინგის ადგილობრივი ბაზარი თანდათანობით ვითარდება. მიუხედავად ბაზრის მცირე მასშტაბისა, საქართველო საერთაშორისო ბრენდებს ზოგადად სტაბილურ ბიზნესგარემოს სთავაზობს, ისევე როგორც ფრანშაიზინგისათვის ხელსაყრელ და მოქნილ კანონმდებლობას მათი გარიგებების სტრუქტურირებისათვის. საერთაშორისო ბრენდებს კარგი შესაძლებლობა ეძლევათ, გააფართოონ ბიზნესი ნაკლებად კონკურენტულ, მაგრამ მზარდ ეკონომიკაში. “ემ ქეი დი“ კლიენტებს განვითარების ყველაზე ეფექტურ და სარგებლიან გზას ურჩევს - იქნება ეს ფრანშაიზინგი, დისტრიბუცია თუ ვაჭრობის სხვა ფორმა. ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ ინდუსტრიას და მის მრავალფეროვან სამართლებრივ საჭიროებებს. ჩვენს იურისტებს მდიდარი გამოცდილება აქვთ ფრანშაიზინგის ყველა ასპექტსა თუ დისტრიბუციის შესაბამის მოდელებში - ამ ინდუსტრიის ყველა მსხვილ სექტორში, როგორიცაა: რესტორნები, ფიტნესი, საცალო ვაჭრობა, მომსახურება, მასპინძლობის სექტორი, გართობა, განათლება, ტექნოლოგიები და სხვა. მათ შეუძლიათ იურიდიული დახმარება გაუწიონ ჩვენს კლიენტებს ყველა იმ რისკის მართვისა და შემცირების მიზნით, რომელიც ჩნდება პარტნიორების არჩევის დროს, ხარისხის სტანდარტების აღსრულებისა და მათი საქმიანობის სამართლის ნორმებსა და რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში.
ინტელექტუალური საკუთრების ჯგუფის სტრუქტურა „ემ ქეი დი“-ს უნიკალურ უპირატესობას ანიჭებს განავითაროს და განახორციელოს ინტელექტუალური საკუთრების უმაღლესი დონის სტრატეგია რეგიონის ფარგლებში და გაამარტივოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საერთაშორისო აღსრულება. „ემ ქეი დი“-ს სასაქონლო ნიშნების, დიზიანის, პატენტების, საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის შემდგენელის უფლებებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის საკითხებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია. ფირმის პარტნიორები ხშირად წარმოადგენენ მხარეებს პრეცედენტულ სასამართლო საქმეებზე ეროვნული მასშტაბით, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების გუნდი აქტიურად ოპერირებს პროდუქციისა და პროგრამული მეკობრეობის წინააღმდეგ, მათ შორის სასაზღვრო ღონისძიებების კუთხით.   ჩვენი გუნდი კლიენტებს სთავაზობს IP, IT და ინტერნეტთან დაკავშირებული სადავო და ტრანზაქციური ხასიათის საკითხების გადაწყვეტას, მათი საჭიროების გათვალისწინებით. ასევე, კონსულტაციებს გასცემს ინტელექტუალურ საკუთრებასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ფოკუსირებული შერწყმა/შეძენის ტრაზაქციებთან დაკავშირებით, IP აუდიტსა და სამართლებრივი კვლევის უზრუნველყოფის ჩათვლით. ინტელექტუალური საკუთრების სამართალზე მომუშავე ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძვირადღირებული დავების თავიდან არიდებას და კლიენტისათვის სასურველი კომერციული შედეგების მიღწევას. “ემ ქეი დი“-ს ექსპერტული ცოდნა მოიცავს ფართო სპექტრის ინდუსტრიულ სექტორებს, როგორიცაა საკვები და სასმელი პროდუქტები, ტანსაცმელი, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები და სამომხმარებლო პროდუქცია.   
იურიდიულ ფირმას „ემ ქეი დი“ აქვს სასამართლო და საარბიტრაჟო პროცესების წარმოების შთამბეჭდავი გამოცდილება. 24 წლის განმავლობაში ფირმა წარმოადგენდა კლიენტებს 3000-მდე სასამართლო დავაში, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. ფირმის ადვოკატების მონაწილეობით წარმართული არაერთი დავით დადგენილა სასამართლო პრაქტიკა რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე. გუნდის შემადგენლობა მოიცავს რვა მოქმედ პროცესუალისტს, რომელთაგან ექვსის გამოცდილება აღემატება 10 წელს. მათი საქმიანობის სფეროები მოიცავს როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალს, მათ შორის, საგადასახადო დავებს. ხაზგასასმელია, რომ ფირმას სხვადასხვა როლში მონაწილეობა მიუღია ICSID-ში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ყველა საარბიტრაჟო დავაში, ისევე, როგორც ICC, LCIA და ad hoc საარბიტრაჟო დავებში. გუნდის წევრები, ასევე, უზრუნველყოფენ უცხო ქვეყნის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებას საქართველოს ტერიტორიაზე. „ემ ქეი დი“-ს იურისტები არიან არაერთი პერიოდული გამოცემის კონტრიბუტორები და მრავალი სტატიის ავტორები როგორც საპროცესო კანონმდებლობასა და მნიშვნელოვან დავებთან დაკავშირებით, ისე, სასამართლო პრაქტიკისა და სამართლის განვითარების საკითხებზე.   
“ემ ქეი დი“-ს საქართველოში უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორში განხორციელებული უმსხვილესი ტრანზაქციებისა და მასშტაბური პროექტების სამართლებრივი ასისტირების შთამბეჭდავი გამოცდილება გააჩნია. ჩვენს მდიდარ გამოცდილებასა და ფართო კომპეტენციას საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის, ადგილობრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა ერწყმის, რის საფუძველზეც ფირმის იურისტები, საჭიროების შემთხვევაში, კლიენტებს დახმარებას უწევენ, შეიმუშავონ სამართლებრივი და საგადასახადო სტრუქტურა უძრავი ქონების ტრანზაქციებისა და სახელმწიფო რეგისტრაციისათვის. ისინი ასევე, იურიდიულ კონსულტაციებს გასცემენ მოლაპარაკებების დროსა თუ ტრანზაქციების დაწყების წინ (შენობის ან ობიექტის, ნაგებობისა თუ მიწის ნაკვეთის ყიდვა და გაყიდვა, საკუთრებაში გადაცემა და იჯარა), ისევე როგორც საგირავნო და უზრუნველყოფის სხვა გარიგებებზე. “ემ ქეი დი“-ს აქვს უძრავი ქონების მრავალი პროექტის მხარდაჭერის და მასშტაბური ობიექტების მშენებლობისა ფართო გამოცდილება მათ შორისაა საწარმოო ქარხნები, სპორტ-კომპლექსები, კომერციული (ბიზნესცენტრები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, საწყობები და სხვა) და საცხოვრებელი უძრავი ქონება. ჩვენ, ასევე, სამართლებრივ რჩევებს ვაძლევთ არქიტექტორებსა და ინჟინრებს, ისევე, როგორც სამშენებლო კომპანიებს, პროექტის ჩაბარების ყველა ეტაპზე - დაწყებული საჯარო ტენდერებით და დასრულებული სამშენებლო კონტრაქტების მომზადებითა და დადებით (მათ შორის ინჟინერ-კონსულტანტების საერთაშორისო ფედერაციის/FIDIC ან მსოფლიო ბანკის პირობების მიხედვით და სხვა). იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ დეველოპერულ პროექტებს, მოიცავს სამართლებრივი კვლევის (due diligence) მომზადებას იმისათვის, რომ გამოვავლინოთ და შევამციროთ რისკები ჩვენი კლიენტებისათვის; მომსახურება შედგება უძრავ ქონებაზე უფლებების ანალიზის, ქონების ოპერირებასა და მართვის, ასევე, კონტრაქტორების მიერ შეთავაზებულ პროექტებში მონაწილეობის გზების განსაზღვრისაგან. „ემ ქეი დი“ იურიდიულ კონსულტაციას უწევს კლიენტებს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, უძრავ ქონებაზე უფლებების დარეგისტრირების წერილების მომზადების სტადიით დაწყებული - მისი საბოლოო მართვის გზების დასახვით დასრულებული. ჩვენ, ასევე, კლიენტებს ვეხმარებით უძრავ ქონებასა თუ მშენებლობასთან დაკავშირებული რთული საკითხების გადაწყვეტაში და საჭიროების შემთხვევაში, წარმოვადგენთ მათ სასამართლოში. 
“ემ ქეი დი“-ს გუნდი აერთიანებს იურისტებს, რომლებიც იურიდიული პირებისათვის ბიზნესის სხვადასხვა სექტორში გაკოტრების, რესტრუქტურიზაციისა და გადახდისუუნარობის საკითხებზე კონსულტირებაში სპეციალიზდებიან. ჩვენს გუნდს გამოარჩევს მასშტაბური და ექსპერტული გამოცდილება მაღალი დონის საქმეებზე, რომლებიც ხშირად მოიცავს საერთაშორისო ელემენეტებს (მაგ: მოვალის საზღვარგარეთ არსებული აქტივები). ჩვენ,ასევე, კომპლექსური რესტრუქტურიზაციისა და გაკოტრების წარმოების მრავალ პროექტზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გაგვაჩნია, ისევე როგორც ცალკეულ საქმეებზე, რომლის მიზანიც აქტივების პირდაპირი ექსპროპრიაციისგან დაცვა თუ დებიტორთა ტრანზაქციების მეთვალყურეობა იყო. ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ გაკოტრებასთან დაკავშირებული რისკების ანალიზს სპეციფიკური ტრანზაქციებისათვის, და ვურჩევთ საუკეთესო გზებს ფინანსური სირთულეების დასაძლევად (მაგ: რესტრუქტურიზაციისა და რეაბილიტაციის გზით). 
„ემ ქეი დი“-ს გუნდს გამოარჩევს ის აუცილებელი გამოცდილება, რომელიც საჭიროა იურიდიული კონსულტაციის გასაწევად და კლიენტების ფართო სპექტრის წარმოსადგენად რთული და კომპლექსური საგადასახადო და საბაჟო სამართლის საკითხების გადაწყვეტისას - თუმცა, ნაცვლად მხოლოდ სამართლებრივი და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევისა, ჩვენი მიზანია დავსახოთ კომპლექსური, პროაქტიური და შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტები, რომელიც ჩვენს კლიენტებს საშუალებას მისცემს მიაღწიონ საკუთარ მიზნებს. ეს გამოცდილება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, სამართლებრივი და კომერციული გაურკვევლობის წინაშე დგომისას და ადგილობრივ და საერთაშორისო საკითხებთან გამკლავებისას, რასაც კლიენტები აწყდებიან ტრანზაქციების სტრუქტურირების, პირობებზე მოლაპარაკების, რეგულაციური დაბრკოლებების ან ტრანზაქციული რისკების მინიმიზაციის გზების ძიების რთულ სიტუაციებში. სწორი მიდგომის ძიების პროცესში, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კლიენტების შიდა-იურიდიულ გუნდთან, რათა ერთად შევიმუშავოთ ინოვაციური გადაწყვეტები. ჩვენ ყოველთვის ვუფრთხილდებით ურთიერთობებს მრჩევლებთან და ექსპერტებთან და აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, რათა ერთად შევჯერდეთ საერთო პოზიციაზე. ჩვენი მუშაობის ტრანზაქციული ნაწილის გარდა, ასევე, წარმოვადგენთ კლიენტებს ადმინისტრაციული პროცედურებისა თუ უშუალოდ სასამართლო დავების დროს. ამასთან, ყოველთვის ვიღებთ მხედველობაში კლიენტის დროს, ხარჯებსა და რეპუტაციულ რისკებს, რომელსაც ეს უკანასკნელი მოიცავს. დაბოლოს, ჩვენი საგადასახადო და საბაჟო სამართლის სპეციალისტები, მმართველ ინსტიტუციებში მიღებულ სამუშაო გამოცდილებასა და საგადასახადო და საბაჟოს ორგანოებთან მჭიდრო საქმიან ურთიერთობებს კლიენტების პრობლემების ეფექტიანად გადაჭრაში იყენებენ.
ჩვენ მიერ საქართველოს საკორპორაციო და შერწყმა-შესყიდვის (M&A) სამართლის მოწინავე ხაზზე გატარებული 20 წლის შედეგად დაგროვებული ცოდნა მოპოვებული გვაქვს საუკეთესო საშუალებით - პირდაპირ ჩვენი კლიენტებისაგან, რომელთაც გვანდეს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შერწყმა-შესყიდვისა და კორპორაციული გარიგებები საქართველოს იურისდიქციის ისტორიაში. გარდა გამარტივებული გადაწყვეტებისა, ჩვენს კლიენტებს ასევე ვთავაზობთ კორპორაციის დაარსებას, კაპიტალის მომზიდველი ტრანზაქციების დაგეგმვას, კერძო კაპიტალის მართვას, შვილობილ კომპანიად გამოყოფასა და რესტრუქტურიზაციის სხვა ფორმებს. ჩვენი სიამაყის კიდევ ერთ საგანს წარმოადგენს ჩვენი კორპორაციული მართვის, ისევე როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებისა და დერივატივების შესახებ სასამართლო დავების გამოცდილება, რაც გვაძლევს საშუალებას, ჩვენს კლიენტებთან ერთად გავუმკლავდეთ ახლად წარმოშობილ გამოწვევებს, რათა უზრუნველვყოთ მათი შეუფერხებელი ფუნქციონირება საგანგებო კანონმდებლობის პირობებში, რომელიც გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე, Covid-19-ის პანდემიის დროს. ჩვენი საკორპორაციო სამართლისა და შერწყმა-შესყიდვის (M&A) გუნდისა და ფირმის სხვა დანაყოფების მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ კორპორაციული ამოცანების კომპლექსური, მრავალგანზომილებიანი ანალიზი, რომელთა გადაჭრაც ესაჭიროებათ ჩვენს კლიენტებს: იქნება ეს ტრანზაქციის სტრატეგიული დაგეგმვა თუ ყოველდღიური ბიზნეს-აქტივობის წარმართვა - ჩვენ თავდაუზოგავად ვშრომობთ, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ საიმედო და ინოვაციური სამართლებრივი გადაწყვეტები, რომლებიც მათ სპეციფიკურ საჭიროებებზე იქნება მორგებული. 

ჩვენი გუნდი

გუნდის სხვა წევრები
არჩილ კბილაშვილი

არჩილ კბილაშვილი

უფროსი პარტნიორი
arrow_single.svg
ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანი

უფროსი პარტნიორი
arrow_single.svg
დავით ძიძიგური

დავით ძიძიგური

უფროსი პარტნიორი
arrow_single.svg
მიხეილ გოგეშვილი

მიხეილ გოგეშვილი

პარტნიორი
arrow_single.svg
დავით მეცხოვრიშვილი

დავით მეცხოვრიშვილი

პარტნიორი
arrow_single.svg
სანდრო სამადბეგიშვილი

სანდრო სამადბეგიშვილი

პარტნიორი
arrow_single.svg
ნატალია ბაბაკიშვილი

ნატალია ბაბაკიშვილი

უფროსი იურისტი
arrow_single.svg
პაატა კიკნაველიძე

პაატა კიკნაველიძე

უფროსი იურისტი
arrow_single.svg
ეკატერინე კოკიჩაიშვილი

ეკატერინე კოკიჩაიშვილი

უფროსი იურისტი
arrow_single.svg
დავით არჩვაძე

დავით არჩვაძე

იურისტი
arrow_single.svg
ანდრო კიკნაველიძე

ანდრო კიკნაველიძე

იურისტი
arrow_single.svg
ანი ნანობაშვილი

ანი ნანობაშვილი

იურისტი
arrow_single.svg
მარიამ ქარსელაძე

მარიამ ქარსელაძე

იურისტი
arrow_single.svg
ელენე ნუცუბიძე

ელენე ნუცუბიძე

უმცროსი იურისტი
arrow_single.svg
დავით ესებუა

დავით ესებუა

პარალეგალი
arrow_single.svg
კობა ბობოხიძე

კობა ბობოხიძე

მრჩეველი
arrow_single.svg
ზურაბ ეზუგბაია

ზურაბ ეზუგბაია

მრჩეველი
arrow_single.svg
ვახტანგ შევარდნაძე

ვახტანგ შევარდნაძე

მრჩეველი
arrow_single.svg
ბადრი შენგელია

ბადრი შენგელია

მრჩეველი
arrow_single.svg

სიახლეები

სიახლეების არქივი