ENG
cube.svg cube_not_main.svg

ჩვენი გუნდი

arrow_single.svg უკან დაბრუნება
ვახტანგ შევარდნაძე

ვახტანგ შევარდნაძე

მრჩეველი vshevardnadze@mkdlaw.ge +995 322553880

პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი სფეროები: 
კომერციული და სახელშეკრულებო სამართალი, ტელეკომუნიკაციები, რეგულაციები, საავიაციო სამართალი, სავაჭრო სამართალი და ზოგადი ბიზნესსაქმიანობა. 

ძირითადი ინდუსტრიები:
საერთაშორისო კონსულტაციები მთავრობათა რეგულაციების შესახებ, სავაჭრო პოლიტიკა, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებული ეკონომიკური საკითხები; საერთაშორისო ტრანზაქციები, ინვესტიციები და ერთობლივი საწარმოები; ვაჭრობის ხელშეწყობა, ფინანსები და ლოჯისტიკა; ექსპორტ - იმპორტთან დაკავშირებული წესები და  მართვის გეგმები; სავაჭრო და ბიზნეს სტრატეგიები; სატელეკომუნიკაციო და ელექტრონული კომერციის საკითხები; ბუნებრივი რესურსები; ზოგადი საკითხები, გლობალური ბიზნეს-საკითხების ფართო სპექტრის ჩათვლით.

ვახტანგ შევარდნაძე MKD Law-ს ყოფილი პარტნიორია. იგი სპეციალიზდება შემდეგ სფეროებში: ვაჭრობის ხელშეწყობა, ფინანსური და ლოჯისტიკური საკითხები; ექსპორტ - იმპორტთან დაკავშირებული წესები და მართვის გეგმები; სატელეკომუნიკაციო და ელექტრონული კომერციის საკითხები; საავიაციო სამართალი, და ზოგადი საკითხები გლობალური ბიზნეს-საკითხების ფართო სპექტრის ჩათვლით. 

მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებში შედის  Pacific International Co.-ს კონსულტირება ბოინგ ეარკრაფტთან დაკავშირებული სალიზინგო ოპერაციების შესახებ; Chevron Texaco-ს კონსულტირება საქართველოს სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ საკორპორაციო ცვლილებებთან დაკავშირებით; Veolia-ს კონსულტირება თბილისის წყალმომარაგების კომპანიის აქტივებისა და წყლის საერთო მოხმარების სხვა კომპანიების აქტივების შესახებ სატენდერო შეთავაზებების დროს; Rompetrol-ის კონსულტირება საქართველოს ბაზარზე შესვლის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; Capital Turbines Australia-ს კონსულტირება გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; მსოფლიო ბანკის კონსულტირება საქართველოს რიკოთის გვირაბის შექმნასთან დაკავშირებულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) პროექტის საკითხებზე;  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კონსულტირება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთში, საერთო მოხმარების ისეთი ინფრასტრუქტურული კომპანიების მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებით, როგორიცაა ნავთობის მთავარი ტერმინალი; Northrop-Grumman-ის კონსულტირება ავიახაზების ადგილობრივი ინდუსტრიის საკითხებზე;  Aeroflot-ის კონსულტირება საქართველოს მსხვილი ავიახაზების აქციების შეძენასთან დაკავშირებულ სხვადასხვა შესაძლებლობებზე; Babcock&Brown International Group-ის კონსულტირება საქართველოში თვითმფრინავის სალიზინგო ოპერაციებთან დაკავშირებით; White&Case LLP-ის კონსულტირება ბოინგის სალიზინგო ოპერაციებთან დაკავშირებით;  CIT Corporation (USA)-ს კონსულტირება საქართველოში ბოინგის სალიზინგო ოპერაციებთან დაკავშირებით, IATA-ს კონსულტირება მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საგადასახადო და მარეგულირებელ საკითხებზე საქართველოში.  

ვახტანგ შევარდნაძემ პროფესიული საქმიანობა 1986 წელს დაიწყო. 1994 წლიდან მოყოლებული, იგი ოთხი წლის განმავლობაში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ პოზიციებზე, რომლებიც მოიცავდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, მის ორგანოებთან, სპეციალიზირებულ სააგენტოებთან და პროგრამებთან ურთიერთობას. იგი, ასევე, მუშაობდა სამინისტროს გაეროს განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 1998 წელს ვახტანგ შევარდნაძე შეუერთდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ოფისს თბილისში იურიდიული მრჩევლის სტატუსით. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი დაეხმარა კომისარიატს ეროვნული ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობაში; დაეხმარა საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის შემუშავებასა და დანერგვაში; ამზადებდა კანონპროექტებსა და შესატან ცვლილებებს; ტრეინინგს უტარებდა კომისარიატის პერსონალსა და მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლებს. 2001 წელს ვახტანგ შევარდნაძემ დატოვა აღნიშნული პოზიცია და 2002 წელს შეუერთდა MKD-ს. 

ვახტანგი 2001 წლიდან კითხულობს საერთაშორისო სამართლის ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები იურიდიულ ჟურნალებში, მათ შორის „საერთაშორისო და ეროვნული კანონების იერარქიასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი“ („სამართლის ჟურნალი“ №1, 1998); „კანონი ლტოლვილების შესახებ და თავშესაფრის მაძიებლებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებული საერთაშორისო იურიდიული სტანდარტები“ („საქართველო და საერთაშორისო სამართალი“, თბილისი, 2001); „საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თავსებადობა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან“ (ლტოლვილთა სამართლის საერთაშორისო ჟურნალი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, ტომი 13, 4 ნოემბერი, 2001).