ENG
cube.svg cube_not_main.svg

ჩვენი გუნდი

arrow_single.svg უკან დაბრუნება
ბადრი შენგელია

ბადრი შენგელია

მრჩეველი shengelia.b@gmail.com +995 322553880

ბადრი შენგელია იურიდიული ფირმა "ემ ქეი დის" გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. იგი შეემატა ჩვენს გუნდს, როგორც FIDIC-ის მრჩეველი. მისი ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით, ფირმისათვის მნიშვნელოვანი დანამატია.

ბადრი შენგელიამ მოიპოვა სამშენებლო სამართლისა და დავების გადაწყვეტის მაგისტრის დიპლომი 2018 წელს, ლონდონის სამეფო კოლეჯში. 2022 წლიდან დღემდე კი არის FIDIC-ის სერთიფიცირებული კონტრაქტის მენეჯერი. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს SQE1 (ინგლისისა და უელსის სოლისითორების/ადვოკატების) საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებას.

2018 წლიდან ბადრი შენგელია აქტიურად იყო ჩართული მნიშვნელოვან სამშენებლო პროექტებში საქართველოში, როგორც სამშენებლო სამართლის იურისტი და FIDIC-ის მრჩეველი.