ENG
cube.svg cube_not_main.svg

ჩვენი გუნდი

arrow_single.svg უკან დაბრუნება
დავით ძიძიგური

დავით ძიძიგური

უფროსი პარტნიორი ddzidziguri@mkdlaw.ge +995 322553880

პრაქტიკის ძირითადი სფეროები:
კაპიტალის ბაზარი, საკორპორაციო (სამეწარმეო) სამართალი და M&A, უძრავი ქონება და სამშენებლო საქმე, რესრუქტურიზაცია, გადახდის უუნარობა და გაკოტრება.

ძირითადი ინდუსტრიები:
ენერგეტიკა და განახლებადი ენერგია, ბიზნეს სამართალი, პროექტების ფინანსირება, ინფრასტრუქტურა და PPP, ჯანდაცვა და ფარმაცევტიკა.

დავით ძიძიგური იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“- ს უფროსი პარტნიორია, რომელსაც კორპორაციული სამართლის სფეროში დიდი გამოცდილება გააჩნია. იგი იურიდიულ კონსულტაციებს გასცემს აქტივების შეძენის, ერთობლივი საწარმოების, კორპორაციული რესტრუქტურიზაციისა და სხვა ძირითად კორპორაციულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. ხელმძღვანელობს პროექტებს ინდუსტრიის ფართო სპექტრის მიმართულებით (ნავთობი და გაზი, ინფრასტრუქტურა, საბანკო სფერო, დაზღვევა, საცალო ვაჭრობა, ფარმაცევტიკა, სასტუმრო ბიზნესი და ტელეკომუნიკაციები).

დავითი წარმატებით წარმოადგენს ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს პრობლემატურ და კომპლექსურ დავებში. შესწევს უნარი სიღრმისეულად ჩასწვდეს როგორც სამართლებრივი, ისე კომერციული პრობლემების არსს და კლიენტისათვის კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი და პრაქტიკული გადაწყვეტილებები მიიღოს. 

დავითის სამუშაო გამოცდილებიდან აღსანიშნავია: უმსხვილესი ყაზახური გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზისათვის“ საქართველოს კანონმდებლობის საკითხებზე გაწეული კონსულტაციები საინვესტიციო არბიტრაჟთან დაკავშირებით; მსხვილი უცხოელი ინვესტორის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღიარებასა და აღსრულებასთან დაკავშირებით;  ასევე, დავითი დაეხმარა კომპანიას - A&D Pharma Holdings - საქართველოში კორპორაციული მექანიზმის აწყობისა და სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მიღების გზით შემოსულიყო ადგილობრივ ბაზარზე და შეექმნა ლოკალური ჰაბი საქონლის რეექსპორტირებისათვის; Eurodrug Laboratories Limited-ს სამართლებრივი კონსულტაციები გაუწია  საქართველოში დარეგისტრირების თაობაზე; საქართველოს ბაზარზე შემოსვლასა და ოპერირებასთან დაკავშირებით ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების შესახებ იურიდიული რჩევა მისცა სადისტრიბუციო კომპანიას Wolt; სასმელი და საკვები პროდუქტების მწარმოებელ მსხვილ უცხოურ კომპანიას დაეხმარა ინტელექტუალური საკუთრების იურიდიულ საკითხებზე; სამართლებრივი რჩევები მისცა შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანიას Acino Pharma AG საქართველოში წარმომადგენლობითი ოფისის დაფუძნების კანონით გათვალისწინებული რეგულაციების შესახებ; ასევე, დავითი დახმარებას უწევს GlaxoSmithKline Export Limited (GSK)-ს საქართველოში ოპერირების, დასაქმებისა თუ ყოველდღიური კორპორაციული საქმიანობის საკითხების იურიდიულ ასპექტებთან დაკავშირებით.

დავით ძიძიგური ცნობილი და პრესტიჟული საერთაშორისო იურიდიული ცნობარების მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთ ყველაზე მაღალკვალიფიციურ იურისტი საქართველოში და მის ექსპერტულ ცოდნას რეგულარულად ეძლევა მაღალი რეიტინგული შეფასება.

დავითი ფირმის დამფუძნებელი პარტნიორიცაა. იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 1995 წლიდან.