პრაქტიკის ძირითადი სფეროები:
უძრავი ქონება და სამშენებლო საქმე, არბიტრაჟი და დავების გადაწყვეტა, რესრუქტურიზაცია, გადახდისუუნარობა და გაკოტრება, საკორპორაციო და შრომითი სამართალი
ძირითადი ინდუსტრიები:
უძრავი ქონების ბაზარი და მშენებლობა, ტრანსპორტირების სფერო (გადაზიდვები), ზოგადი ბიზნეს სამართალი
დავით მეცხოვრიშვილი არის იურიდიული ფირმის MKD Law პარტნიორი. მას აქვს მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავებში, ასევე გადახდისუუნარობისა და რეაბილიტაციის საქმისწარმოების პროცესებთან დაკავშირებით. სასამართლო დავების დიდი გამოცდილება დავითს აძლევს შესაძლებლობას პრაქტიკულ ჭრილში შეაფასოს სხვადასხვა გარიგებებთან ან სამართლებრივ ქმედებებთან დაკავშირებულ პრაქტიკული ხასიათის რისკები და მოძებნოს პრობლემების გადაწყვეტის ეფექტური საშუალებები.
დავითს აქვს დიდი გამოცდილება უძრავი ქონებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებსა და სამშენებლო პროექტების სამართლებრივი თანხლების კუთხით. იგი სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას თბილისის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციისა და განვითარების და სავაჭრო ცენტრის მშენებლობის თაობაზე პროექტში, საქართველოს ევროკომისიის წარმომადგენლობას მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს - უძრავ ქონების შეძენასა და მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიას სხვადასხვა კორპორატიულ საკითხებზე. დავითი ჩართული იყო Efes Breweries International N.V.–ის მიერ ერთერთი უმსხვილესი ლუდსახარში ქარხნის შესყიდვის პროექტში, იგი ახორციელებდა BritishPetroleum–ის დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენზე კონსულტირებას და ასევე წარმოადგენდა British Petroleum–ის შვილობილი კომპანიას - საქართველოს მილსადენის კომპანიას სხვადასხვა სამართლებრივ დავებში. მისი სამართლებრივი კონსულტაცია მოიცავს კომპანია „სინერჯი ქონსთაქშენის“, „კნაუფ გიპს თბილისის“, Schlumberger-ს, Gebruder Weiss და სხვა კომპანიების თანხლებას სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, მათ შორის სასამართლო დავების ჩათვლით.
დავითს წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს სამართლის მაგისტრის ხარისხს. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (2004 წლიდან). Legal 500-ის 2017 წლის ცნობარში დავითი აღიარებულ იქნა როგორც „The Next Generation Lawyer“