პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი სფეროები:
საბანკო საქმე და ფინანსები, კაპიტალის ბაზარი, საჯარო მმართველობა და კომუნიკაციები.
ძირითადი ინდუსტრიები:
ფინანსური ინსტიტუტები, პროექტების ფინანსირება და ინფრასტრუქტურა.
ვიქტორ ყიფიანი MKD Law-ს უფროსი პარტნიორია. მისი სპეციალიზაცია მოიცავს: კომპლექსურ საბანკო საქმიანობას და სტრუქტურირებულ ფინანსურ საკითხებს, კერძო და საჯარო ინვესტიციებს, პროექტების ფინანსირების მულტი-იურისდიქციულ და multi-party მანდატებს, ენერგო რესურსების ტრანსპორტირებას და შესაბამის ინფრასტრუქტურას.
ვიქტორ ყიფიანმა იურიდიული კონსულტაცია გაუწია აზიის განვითარების ბანკსა და შავი ზღვისა და ვაჭრობის განვითარების ბანკს ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებით; მან, ასევე, კონსულტაციები გაუწია: ჰოლანდიის განვითარების ფინანსურ კომპანიას მრავალ საკრედიტო, ობლიგაციებსა და კაპიტალის მობილიზაციის საშუალებებთან დაკავშირებულ საკითხებზე; Herbalife-ს - საქართველოში საქმიანობის პრაქტიკულად ყველა მარეგულირებელი ასპექტის შესახებ; Knauf Group-ს - ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და საკონსულტაციო საკითხებზე. დარიალის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული ტრანზაქციის დროს იგი წარმოადგენდა ძირითად აქციონერს, მოქმედებდა Société Générale-ს სახელით თავდაცვის აღჭურვილობის მსხვილი შესყიდვის ფინანსირებისას; კონსულტაციას უწევდა Schlumberger-ს ადგილობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი ასპექტის თაობაზე; კონსულტაციას უწევდა და წარმოადგენდა აშშ-ს საელჩოს საქართველოში; სამართლებრივ რჩევებს აძლევდა ჩინეთის ინდუსტრიულ და კომერციულ ბანკს გარდაბანში ძირითადი თბოელექტროსადგურის გაფართოების საკითხებთან დაკავშირებით.
ვიქტორ ყიფიანი ფირმის დამფუძნებელი პარტნიორია. იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 1996 წლიდან. ასევე, გახლავთ წამყვანი ქართული ანალიტიკური ორგანიზაციის, „ჯეოქეისი“-ს თავმჯდომარე; დამოუკიდებელ დირექტორთა ასოციაციის საბჭოს წევრი; იგი, აგრეთვე, არის საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საკონსულტაციო კომიტეტის წევრი.
ყველა მსხვილი საერთაშორისო იურიდიული ცნობარი ვიქტორ ყიფიანს რეკომენდაციას უწევს, როგორც ერთ-ერთ წამყვან იურისტს საქართველოში. იგი აქვეყნებს სტატიებსა და მოსაზრებებს საზოგადოებრივი და გლობალური პოლიტიკის საკითხების ფართო სპექტრის შესახებ სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცემებისა და ორგანიზაციებისათვის.