ENG
cube.svg cube_not_main.svg

ჩვენ შესახებ

„ემ ქეი დი“ აგრძელებს იურიდიული ფირმის „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ (MKD) 90-იანი წლებში დაწყებულ წარმატებულ ისტორიას და საქართველოს იურიდიული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია.

წლების მანძილზე „ემ ქეი დი“ ჩამოყალიბდა ძლიერ, კონკურენტუნარიან და ავტორიტეტულ  ქართულ იურიდიულ ფირმად, რომელიც ადგილობრივ და გლობალურ კლიენტებს იურიდიული მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. 

ჩვენი ფირმა მუდამ მზადაა უზრუნველყოს მაღალხარისხიანი პრაქტიკული იურიდიული კონსულტაცია და ბიზნეს გადაწყვეტილებები, ამავდროულად, შეინარჩუნოს მთავარი ღირებულებები: დარჩეს მაღალი მორალური პრინციპების ერთგული, დაიცვას უმაღლესი პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, და იყოს კლიენტების კომერციულ საჭიროებებზე ორიენტირებული.

„ემ ქეი დი“-ს იურისტთა და პროფესიონალთა გუნდის საქმიანობა კლიენტთა კმაყოფილებით განისაზღვრება, რაც ფირმის წარმატების ნამდვილი საზომია.

ვამაყობთ, რომ ისეთი პრესტიჟული საერთაშორისო იურიდიული ცნობარები,  როგორებიცაა Chambers&Partners, The Legal 500 და IFLR1000 რეგულარულად აფასებენ ჩვენს ფირმას, როგორც ერთ-ერთ უმაღლესი რანგის იურიდიულ ფირმას საქართველოში.