ENG
cube.svg cube_not_main.svg

ჩვენი გუნდი

arrow_single.svg უკან დაბრუნება
მიხეილ გოგეშვილი

მიხეილ გოგეშვილი

პარტნიორი mgogeshvili@mkdlaw.ge +995 322553880

პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი სფეროები:
საკორპორაციო და შერწყმასა და შეძენასთან დაკავშირებული საკითხები, უძრავი ქონება, საბანკო საქმე და ფინანსები 


ძირითადი ინდუსტრიები:
ტრანსპორტირება, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, სასტუმრო ბიზნესი (ჰოსპიტალიტი).

მიხეილ გოგეშვილი MKD Law-ს პარტნიორია, რომლის სპეციალიზაცია მოიცავს კომპლექსურ შერწყმა/შეძენის, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ბოლო დროს მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურებიდან აღსანიშნავია: ამერიკელი ინვესტორის კონსულტირება საქართველოს ჰიდროენერგო სექტორში არსებულ ერთობლივ საწარმოსთან მოლაპარაკებებში; ასევე, სამართლებრივი რჩევის გაცემა ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკისათვის გარდაბანში მსხვილი თბოელექტროსადგურის დაფინანსებასთან დაკავშირებით; ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ბრენდისთვის კონსულტაციების გაწევა სასტუმროს ადგილობრივ მფლობელებთან მართვის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებში; Gebrüder Weiss-ის კონსულტირება  სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ საკითხებში; Microsoft-ის კონსულტირება საქართველოს კანონმდებლობის სხვადასხვა ასპექტსა  და პრაქტიკასთან დაკავშირებით.

მიხეილ გოგეშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია. იგი მუშაობდა ასოციაციის კომერციული სამართლის კოლეგიაში. ასევე, გახლავთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარბიტრაჟო პანელის სალიცენზიო განყოფილების წევრი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სახელშეკრულებო სამართლის ლექტორი.

მიხეილ გოგეშვილს მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დიპლომი. აგრეთვე, ჰელსინკის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი სახელშეკრულებო და კომერციული სამართლის მიმართულებით  და ვაშინგტონის სამართლის სკოლის დიპლომი კორპორაციულ სამართალში.

მშობლიური, ქართული ენის გარდა, იგი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.