ENG
cube.svg cube_not_main.svg

ჩვენი გუნდი

arrow_single.svg უკან დაბრუნება
მარიამ ქარსელაძე

მარიამ ქარსელაძე

იურისტი mkarseladze@mkdlaw.ge +995 322553880

პრაქტიკის ძირითადი სფეროები:
შრომის სამართალი, კორპორატიული (სამეწარმეო) სამართალი და M&A, სასამართლო დავები, არბიტრაჟი და დავების გადაწყვეტა 

ძირითადი ინდუსტრიები:
ზოგადი ბიზნეს საკითხები, პროექტების ფინანსირება და ინფრასტრუქტურა

მარიამ ქარსელაძე MKD Law-ს იურისტია. ის გუნდს შემოუერთდა მას შემდეგ, რაც წარმატებით დაასრულა 5 თვიანი სტაჟირების პროგრამა ფირმის იურიდიულ კლინიკაში 2017 წელს და ამჟამინდელ პოზიციაზე დაწინაურებამდე პარალეგალად, შემდეგ კი უმცროს იურისტად მუშაობდა. მის მოვალეობებში შედის ხელშეკრულებების შედგენა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება, კლიენტების წარმომადგენლობა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წინაშე სხვადასხვა პროცესებში. 

მისი ბოლოდროინდელი გარიგებები მოიცავს Eurodrug Laboratories Limited-ისთვის დახმარების გაწევას საქართველოში ფილიალის დაარსებაში, რჩევის მიცემა ALP Law Firm-ისათვის საქართველოს შრომის სამართლის საკითხებზე, SEL Geogia-ს წარმომადგენლობა ახალი დირექტორების რეგისტრაციის პროცესში, JSC Georgian Plantations-ისთვის დახმარების გაწევა სამართლებრივი ფორმის ცვლილებაში. მარიამი ეხმარებოდა MKD Law-ს პროცესუალისტების გუნდს პრობლემატურ ქეისებში, მათ შორის და არა მხოლოდ, სანივთო სამართლისა და შრომის სამართლის საკითხებთან დაკავშირებულ დავებში. 
მარიამმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მან მოიპოვა ბაკალავრისა (2016 წელს) და მაგისტრის (2018 წელს) ხარისხები კერძო სამართალში. იმავე უნივერსიტეტში მან გაიარა ჰარვარდის სამართლის სკოლის აფილირებული კურსი 2019 წელს და ფლობს სერტიფიკატს საავტორო სამართალში (CopyrightX). 

MKD-ს გუნდის წევრობამდე, მარიამმა გაიარა სტაჟირება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში, სადაც ის ამზადებდა სამართლებრივ დოკუმენტაციას, ესწრებოდა სასამართლო სხდომებს და ადმინისტრაციულ წარმოებებს. მისი პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს სტაჟირებებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 

2017 წლიდან მარიამ ქარსელაძე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.