სახელშეკრულებო და ვალდებულებითი სამართალი, შრომის სამართალი, საკორპორაციო (სამეწარმეო სამართალი)
ზოგადი ბიზნეს სამართალი, სუროგაცია-დონაციის სამართლებრივი საკითხები.
დავით ესებუა იურიდიული ფირმა “ემ ქეი დი“-ს პარალეგალია. ის გუნდს 2023 წელს შემოუერთდა და აქტიურად ჩაერთო სამუშაო პროცესში. განვლილი პერიოდის განმავლობაში თავი გამოიჩინა საქმისადმი გულისხმიერი და პროფესიონალური დამოკიდებულებით.
იურიდიულ ფირმაში დავითი ჩართულია სახელშეკრულებო, ვალდებულებითი, სუროგაცია-დონაციის სამართლებრივი რეგულირებისა და კორპორატიული სამართლის მიმართულებით. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს იურიდიული მომსახურების გაწევას ისეთი ორგანიზაციებისთვის როგორიც არის იაპონიის საელჩო საქართველოში და Gebrüder Weiss.
დავითის მოვალეობები ასევე მოიცავს სხვადასხვა კორპორატიული დოკუმენტის, სამართლებრივი მემორანდუმებისა და კვლევების მომზადებას.
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს გუნდში გაწევრიანებამდე დავითი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა (სტაჟიორი,უმცროსი იურისტი) ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში, საარბიტრაჟო ინსტიტუტსა და სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მონაწილეობა მიღებული აქვს ადგილობრივ იმიტირებულ პროცესებში.
დავითი ფლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრის ხარისხს.