ENG
cube.svg cube_not_main.svg

ჩვენი გუნდი

arrow_single.svg უკან დაბრუნება
ეკატერინე კოკიჩაიშვილი

ეკატერინე კოკიჩაიშვილი

უფროსი იურისტი ekokichaishvili@mkdlaw.ge +995 322553880

პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი სფეროები:
საკორპორაციო და შერწყმასა და შეძენასთან დაკავშირებული საკითხები, სასამართლო დავები, არბიტრაჟი და დავათა გადაწყვეტა, დასაქმება და იმიგრაცია, პირადი მონაცემების დაცვა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. 

ძირითადი ინდუსტრიები:
ზოგადი ბიზნესსაქმიანობა, მშენებლობა, ფარმაცია და ჯანდაცვა, პროექტების ფინანსირება და ინფრასტრუქტურა.

ეკატერინე კოკიჩაიშვილმა მოღვაწეობა 2013 წელს სტაჟიორის პოზიციაზე დაიწყო, დღეს ის MKD Law-ს უფროსი იურისტია. მისი პრაქტიკული საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს საკორპორაციო და შერწყმასა და შეძენასთან დაკავშირებული საკითხები, დასაქმება და იმიგრაცია, პირადი მონაცემების დაცვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. 

გარიგებებთან დაკავშირებული საქმიანობის გარდა, ეკატერინე აქტიურად წარმოადგენს კლიენტებს სასამართლოებში და, ასევე, მოლაპარაკებების დროს.  

მის მიერ განხორციელებული ბოლოდროინდელი პროექტებიდან აღსანიშნავია: Wizz Air Hungary-სათვის კონსულტაციების გაწევა საქართველოში საქმიანობის მარეგულირებელ ასპექტებთან დაკავშირებით და კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში; მსხვილი ქართული სამშენებლო კომპანია Synergy-სათვის კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა მარეგულირებელ, შრომით და სახელშეკრულებო საკითხებთან დაკავშირებით; მათი წარმომადგენლობა როგორც სასამართლოში, ისე საკონსულტაციო ინჟინრების საერთაშორისო ფედერაციის (FIDIC) წესებით რეგულირებულ საინჟინრო, შესყიდვებისა და სამშენებლო (EPC) კონტრაქტებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს; დარიალის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული ტრანზაქციის დროს ძირითადი აქციონერის წარმომადგენლობა, მსხვილი ქართული კომპანიის მინორიტარი აქციონერების ინტერესების დაცვა სასამართლოს წინაშე; Schlumberger-ისთვის ქვეყნის მარეგულირებელი საორიენტაციო სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება სხვადასხვა მარეგულირებელ საკითხებზე. ეკატერინემ კონსულტაცია გაუწია Herbalife-ს სხვადასხვა მარეგულირებელ და სახელშეკრულებო საკითხებზე; Gilead Science-სა და  Portola Pharmaceuticals-ს კი - მარეგულირებელ და კლინიკურ კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე; მან, აგრეთვე, სამართლებრივი რჩევა მისცა საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე კომპანიებს: Shire International-ს Parexel International-ს და Abbot-ს საქართველოს კანონმდებლობის სხვადასხვა მარეგულირებელ საკითხებთან დაკავშირებით. 

ეკატერინე კოკიჩაიშვილმა 2012 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, 2014 წელს მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის მაგისტრის ხარისხი, 2015 წელს კი ბუდაპეშტში  ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ კონფერენციაში, სამართლის სკოლაში, იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, სემინარებსა და სასწავლო პროგრამებში როგორც საქართველოში, ისე უნგრეთში, ინგლისში, შვედეთსა და გერმანიაში.  იგი, ასევე, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 

მშობლიური ენის, ქართულის, გარდა ეკატერინე სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.