ENG
cube.svg cube_not_main.svg

ჩვენი გუნდი

arrow_single.svg უკან დაბრუნება
არჩილ კბილაშვილი

არჩილ კბილაშვილი

უფროსი პარტნიორი akbilashvili@mkdlaw.ge +995 322553880

ძირითადი პრაქტიკა:
სასამართლო დავები, არბიტრაჟი, დავათა გადაწყვეტა, კორპორაციული სამართალი და შერწყმა/შეძენა, რესტრუქტურიზაცია, გადახდისუუნარობა და ბანკროტობა, შრომის სამართალი და იმიგრაცია

ძირითადი ინდუსტრიები:
ზოგადი ბიზნესი, ენერგეტიკა და განახლებადი რესურსები

არჩილ კბილაშვილი არის იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი. არჩილ კბილაშვილს აქვს საადვოკატო საქმიანობის 25 წელზე მეტი პრაქტიკა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პროფესიონალია. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ადვოკატთა ასოციაციის წევრი 1996 წლიდან. მას აქვს საადვოკატო საქმიანობის საერთო ლიცენზია. მისი საქმიანობის პროფილი მულტისამართლებრივია. იგი თანაბარი წარმატებით საქმიანობს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში. მისი საადვოკატო საქმიანობა მოიცავს როგორც საკონსულტაციო სერვისს, ასევე სასამართლო დავებში მონაწილეობას. 

სხვადასხვა დროს არჩილ კბილაშვილი საადვოკატო მომსახურებას უწევდა და უწევს სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის, საქართველოსა და უცხოეთის მსხვილ საბანკო დაწესებულებებს, საფინანსო ინსტიტუტებს, ენერგეტიკისა და განახლებადი რესურსების სფეროში მოქმედ საწარმოებს, სატრანსპორტო, საექსპედიციო და საავიაციო დარგის კომპანიებს.

სხვადასხვა დროს არჩილ კბილაშვილი იყო და არის საქართველოში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლებრივი მრჩეველი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საფრანგეთის საელჩოს, ისრაელის საელჩოს, იაპონიის საელჩოს ადვოკატ-კონსული.

სხვადასხვა დროს არჩილ კბილაშვილი მონაწილეობდა (ა) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) (სტრასბურგი) მიმდინარე საქმეთა განხილვაში, როგორც ადვოკატი, და (ბ) საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) მიმდინარე საქმეთა განხილვაში, როგორც ადგილობრივი ადვოკატი. 

2012 წელს არჩილ კბილაშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო 2012-13 წლებში არჩილ კბილაშვილი იყო საქართველოს მთავარი პროკურორი.