ENG
cube.svg cube_not_main.svg

ჩვენი გუნდი

arrow_single.svg უკან დაბრუნება
ნატალია ბაბაკიშვილი

ნატალია ბაბაკიშვილი

უფროსი იურისტი nbabakishvili@mkdlaw.ge +995 322553880

პრაქტიკის ძირითადი სფეროები: 
ბანკები და ფინანსები, კაპიტალის ბაზარი, კორპორატიული (სამეწარმეო) სამართალი და M&A, ინტელექტუალური საკუთრება და ტექნოლოგიები. 

ძირითდი ინდუსტრიები: 
საფინანსო ინსტიტუტები, ბიზნესი, პროექტების ფინანსირება, დაზღვევა.

ნატალია ბაბაკიშვილი არის საბანკო და საფინანსო სამართლის საკითხებში კვალიფიცირებული უფროსი იურისტი, რომლსაც აქვს როგორც ორმხრივ, ასევე სინდიკაციურ სესხებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. პროექტების ფინანსირების კუთხით მას გაწეული აქვს კონსულტაცია საერთაშორისო დაფინანსების საკითხებზე როგორც გამსესხებლების, ისე მსესხებლებისათვის.

ნატალიას გამოცდილება, ასევე, მოიცავს კაპიტალის ბაზრის ტრანზაქციებზე მუშაობას, რჩევის მიცემას საერთაშორისო კერძო შერწყმა-შეძენის გარიგებებთან და ზოგად კორპორაციულ და კომერციულ კონტრაქტებთან დაკავშირებით. 

ნატალია მონაწილეობდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისთვის რჩევის მიცემაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხებზე, ბენქ ოფ ნიუ იორკ მელონ-ის კონსულტირებაში თიბისი ბანკის მიერ გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით ლონდონის ბირჟაზე განხორციელებულ საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებით და სოსიეტე ჟენერალ ს.ა.-სთვის რჩევის მიცემაში მის მიერ მსხვილ ქართულ კომერციულ ბანკში აქციების სრულად გასხვისების საკითხებზე.

ის, ასევე, ჩართული იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის) მიერ ლარში დენომინირებულ პირველ ობლიგაციების გამოშვებაში, ადგილობრივ ობლიგაციათა ბაზარზე საერთაშორისო ემიტენტის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) მიერ პირველ საჯარო ლისტინგში და საინაგურაციო საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით ლარში დენომინირებული ობლიგაციის აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოშვებაში. 

ნატალია ორი თვით მივლინებული იყო Salans LLP-ში (საერთაშორისო იურიდიული ფირმა), სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა საერთაშორისო ტრანზაქციებთან დაკავშირებული ადგილობრივად შეძენილი გამოცდილება კიდევ უფრო გაემდიდრებინა. 

ნატალია არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და სერტიფიცირებული პატენტრწმუნებული.