ENG
cube.svg cube_not_main.svg

ჩვენი გუნდი

arrow_single.svg უკან დაბრუნება
ელენე ნუცუბიძე

ელენე ნუცუბიძე

უმცროსი იურისტი enutsubidze@mkdlaw.ge +995 322553880
პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი სფეროები:

კორპორატიული (სამეწარმეო) სამართალი და M&A, შრომის სამართალი, არბიტრაჟი და დავების გადაწყვეტა.

ელენე ნუცუბიძე „ემ ქეი დი“-ს გუნდს 2021 წელს შემოუერთდა პარალეგალის პოზიციაზე. დღესდღეობით, ის მუშაობას უმცროსი იურისტის პოზიციაზე განაგრძობს. ფირმაში მის მოვალეობებში შედის ხელშეკრულებების შედგენა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება, სამართლებრივი კვლევა. აღსანიშნავია მისი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მოღვაწე ისეთი კომპანიების, როგორიცაა Singular, Asseco და Sweeft სამართლებრივი მხარდაჭერის კუთხით, სათამაშო ბიზნესის სფეროში მოქმედი კომპანიის სამართლებრივი კვლევის (Due Diligence) პროცესში მონაწილეობა და კომპანია ეფლისთვის სამართლებრივი დასკვნის მომზადება, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სფეროს რეგულირებასთან მიმართებით.

ელენე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს და არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ფაკულტეტის მაგისტრანტი. წინათ ელენე სხვადასხვა პოზიციას (სტაჟიორი, უმცროსი იურისტი) იკავებდა წამყვან სამშენებლო კომპანიაში, აშშ-ის საელჩოში და ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში.

აღსანიშნავია, რომ ელენეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ იმიტირებულ სასამართლო და საარბიტრაჟო პროცესში. მისი შედეგებიდან გამორჩეულია მონაწილეობა ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდებში.