ძალაში შესვლის თარიღი: 2025 წლის 1 სექტემბერი
სამართლებრივი საფუძველი: „უცხოელთა და მოქალაქეობას არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები
გამოქვეყნების თარიღი: 2025 წლის 13 ივნისი
2025 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევა უცხოელი IT სფეროს სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ახალი კატეგორიის დროებითი ბინადრობის ნებართვა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიის ნაწილს, რომელიც ქვეყნის რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნას, მაღალკვალიფიციური საერთაშორისო კადრების მოზიდვასა და ციფრული მეწარმეობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
IT სექტორისთვის განკუთვნილი დროებითი ბინადრობის ნებართვა უცხო ქვეყნის შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებზე გავრცელდება:
ბინადრობის ნებართვის მისაღებად განმცხადებლებმა უნდა წარადგინონ:
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეს ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სპეციალურად იყო გასული საქართველოს ფარგლების გარეთ სამკურნალოდ.
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის განხორციელების წესის დადგენა მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ.
მთავრობამ ნებართვის ძალაში შესვლამდე უნდა უზრუნველყოს:
MKD Law-ში უცხოელი IT სფეროს სპეციალისტებისთვის ახალი კატეგორიის დროებითი ბინადრობის ნებართვის შემოღებას განვიხილავთ როგორც მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებაში. აღნიშნული ინიციატივა, ერთის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში IT მიმართულებით კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებასა და ზრდას, IT ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მეორეს მხრივ, საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოდინებას.
ეს მხოლოდ საკანონმდებლო რეფორმა არ არის, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია სამართლებრივი და ბიუროკრატიული ბარიერების შესამცირებლად, ასევე მოქნილობის გასაზრდელად იმ უცხოელი IT პროფესიონალებისა და კომპანიებისთვის, რომლებსაც საქართველოში საქმიანობის დაწყება ან გაფართოება სურთ. კანონში შესული ცვლილებები საგრძნობლად ამცირებს დღემდე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის: მოკლევადიანი ვიზის აღების საჭიროებას, შემოსავლის დადასტურების სირთულეებსა და ხშირი საზღვრის კვეთის აუცილებლობას. ეს ცვლილებები უცხოელ პროფესიონალებს აძლევს შესაძლებლობას, მეტად კონცენტრირდნენ ინოვაციებზე, ზრდასა და განვითარებაზე. მოცემულ გარემოებათა გათვალისწინებით, ველით დიდ ინტერესს როგორც გლობალური IT კომპანიების, ისე დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებისა და ტექნოლოგიური მეწარმეების მხრიდან.
იმისთვის, რომ კლიენტებს დროულად მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია და უზრუნველვყოთ მათი სრული სამართლებრივი მზადყოფნა მიმდინარე ცვლილებების მიმართ, აქტიურად ვადევნებთ თვალს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომელთა შესაბამისობაში მოყვანაც უნდა მოხდეს განახლებულ „უცხოელთა და მოქალაქეობას არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც საქართველოში მიგრაციას ან რეგიონულ გაფართოებას გეგმავს, დროულად დაიწყონ მოსამზადებელი ეტაპი, რათა სრულად გამოიყენონ საქართველოს დინამიკური და სწრაფად მზარდი ბაზრის შესაძლებლობები.