პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი სფეროები:
ძირითადი ინდუსტრიები:
კობა ბობოხიძე იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ (MKD Law) სამართლებრივი მრჩეველი და ადვოკატია 1998 წლიდან. მისი პრაქტიკა მოიცავს კორპორატიულ, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალს. ასევე, ცალკეულ სპეციალიზირებულ სამართლის სფეროებს, როგორიცაა: საბანკო, სადაზღვევო, უძრავი ქონების, სამედიცინო, ენერგეტიკის, საგადასახადო, სამშენებლო, ინტელექტუალური საკუთრების, შრომითი და სხვა.
მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს უცხოელ და ქართველ კორპორატიულ კლიენტებთან საქმიანობას, სხვადასხვა ბიზნეს სფეროების სამართლებრივი უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საინვესტიციო პროექტების სამართლებრივ თანხლებას და წარმომადგენლობას.
კობა ბობოხიძე წარმატებით წარმოადგენს ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა ხასიათის დავებთან დაკავშირებით, ასევე, კორპორაციულ, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, საგადასახადო, სისხლის სამართლისა და სხვა კატეგორიის სასამართლო დავებში.
იგი მონაწილეობდა შვეიცარიასა და გაერთიანებული სამეფოში გამართული სასამართლო დავებში, როგორც მხარის წარმომადგენელი, სამართლის ექსპერტის სტატუსით.
ეწევა აკადემიურ საქმიანობას მოწვეული ლექტორის სახით სხვადასხვა უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტზე კორპორატიულ სამართალში.
კობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრია 2005 წლიდან.
1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
მშობლიური ენის გარდა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.