იურიდიულ ფირმა „ემ ქეი დი“-სა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ფირმა შემდეგი სამი წლის განმავლობაში გაუწევს სრულ სამართლებრივ მომსახურებას GIZ-ს.
აღნიშნული მანდატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია GIZ-ის სტატუსისა და იმ კონტრიბუციის გათვალისწინებით, რომელიც ორგანიზაციას გააჩნია საქართველო-გერმანიის ურთიერთობების ახალ საფეხურზე აყვანისა და ქართული სამართლებრივი დოქტრინის განვითარების დარგში.