ENG
cube.svg cube_not_main.svg

ჩვენი გუნდი

arrow_single.svg უკან დაბრუნება
ანი ნანობაშვილი

ანი ნანობაშვილი

იურისტი Ananobashvili@mkdlaw.ge +995 322553880

პრაქტიკის ძირითადი სფეროები:
შრომის სამართალი და საიმიგრაციო სამართალი, კორპორატიული (სამეწარმეო) სამართალი და M&A, სასამართლო დავები 

ძირითადი ინდუსტრიები:
ზოგადი ბიზნეს საკითხები, ტრანსპორტირება

ანი ნანობაშვილმა 2017 წელს, „ემ ქეი დი“-ს იურიდიულ კლინიკაში, სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, ფირმაში მუშაობა პარალეგალის, შემდეგ კი უმცროსი იურისტის პოზიციაზე განაგრძო. დღეს კი იგი იურიდიული ფირმა "ემ ქეი დის" იურისტია.

მისი ბოლოდროინდელი პროექტები მოიცავს Fragomen LLP-სთვის კომპლექსურ საიმიგრაციო საკითხებზე დახმარების გაწევას, ესქროუს ხელშეკრულების საფუძველზე სს “ქართული პლანტაციები“-ს უძრავი ქონების შესაძენად  გარიგების დოკუმენტების შედგენასა და კომპანიის წარმომადგენლობას ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე,  რჩევის მიწოდებასა და იმპორტის, ექსპორტისა და ტვირთების გადაზიდვის/ექსპედიციის  ხელშეკრულებების მომზადებას “ჰუალინგ ჯგუფი”-სთვის, “ემ ქეი დი“-ს პროცესუალისტების გუნდის დახმარებას  ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საქმეში, შპს „ოლმაით“-ისა და სს „შლამბერჟე ოვერსიის ს.ა. წარმომადგენლობა საქართველოში”-ს წარმომადგენლობას ახალი დირექტორების რეგისტრაციის პროცესში და შპს „გებრიუდერ ვაის“-ისთვის შრომის სამართლის საკითხებზე კონსულტაციის გაწევას.

ანიმ წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც  მოიპოვა ბაკალავრის დიპლომი და მაგისტრის ხარისხი კერძო სამართალში. 2019 წლის იანვარში, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკოს იურისტებთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა (MOFA) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (JICE) მიერ ორგანიზებულ MIRAI-ს საერთაშორისო პროექტში "კანონის უზენაესობა", რომელიც ჩატარდა ტოკიოში.

მისი წინა გამოცდილება მოიცავს, მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟირებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

2017 წლიდან ანი ნანობაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.