პრაქტიკის ძირითადი სფეროები:
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები, საჯარო პოლიტიკა და კომუნიკაციები, რეგულაციების სფერო (ლიცენზიები და ნებართვები)
ირითადი ინდუსტრიები:
ენერგეტიკა და განახლებადი ენერგია, სათამაშო ბიზნესი, სატრანსპორტო სფერო (ავიაცია, სახმელეთო ტრანსპორტი, საზღვაო ტრანსპორტი), ჯანდაცვა და ფარმაცევტიკა.
დავით არჩვაძე არის 20 წლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი იურისტი, რომელიც იურიდიულ ფირმა „ემქეიდი“-ში საქმიანობს 2000 წლიდან. მისი პრაქტიკა მოიცავს სამართლის სხვადასხვა სფეროს, თუმცა, იგი ძირითადად კონცეტრირებულია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: სამეწარმეო საქმიანობის რეგულირება - ლიცენზიები და ნებართვები, ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში და ანტიკორუფციული კანონმდებლობა, ენერგეტიკა და განახლებადი ენერგია, სათამაშო ბიზნესის რეგულაცია მოქმედი კანონმდებლობით, ტრანსპორტი (ავიაცია, სახმელეთო ტრანსპორტი და საზღვაო გადაზიდვები) და კომუნიკაცია, ჯანდაცვა და ფარმაცევტული საქმიანობა.
დავით არჩვაძემ კომპანია „კნაუფს“ მოუმზადა შიდამოხმრების სამართლებრივი დოკუმენტი „ანტიკორუფციული პოლიტიკა“, სადაც დაწვრილებით გაიწერა კომპანიის კონკრეტული სამოქმედო გეგმა ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართულებით. ამავე ანტიკორუფციული კუთხით და საჯარო სამსახურშიინტერესთა შეუთავსებლობის მიმართულებითიგი პერიოდულად აწვდის საკანონდებლო სიახლეებს ისეთ მსხვილ საკონსულტაციო კომპანიებს, როგორიცაა ფრეშფილდსი (Freshfieds Bruckaus Deringer) და ჰერბერტ&სმიტი (Herbert Smith Freehills), კომპანია „შლუმბერგერს“ დაეხმარა სამართლებრივი დოკუმენტების შექმნაში, რაც დაკავშირებული იყო კომპანიისმიერ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შემოტანა-ტრანსპორტირება-გამოყენებასთან,ქიმიურ უსაფრთხოებასთანდა ნარჩენების მართვასთან, გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში რჩევა მისცა რეგულაციების მიმართულებით (მშენებლობა, ლიცენზირება, სატარიფო პოლიტიკა), კონსულტაციებს უწევს „გებრიუდერ ვაისს“ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: შრომის უსაფრთხოება, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, შრომითი ხელშეკრულებები, ასევე რეგულაციების საკითხებზე რჩევას აძლევს „ჰერბალაიფს“, „სელინკს“, „ვიზეარს“ და სხვა კომპანიებს.
დავითი, აგრეთვე, არის სხვადასხვა პუბლიკაციის ავტორი. მისი სტატიები ბიზნესის სახელმწიფო რეგულაციების, სათამაშო ბიზნესის საქმიანობისა და თამბაქოს წარმოების დაბეგვრის შესახებ გამოქვეყნებულია გამოცემებში Invest in Georgia, Georgia today და სხვ.
დავით არჩვაძე, აგრეთვე, თანამშრომლობს და სტატიებს აქვეყნებს ენერგეტიკის და განახლებადი ენერგიის საკითხებზე ისეთ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა Getting the Deal Through და Cakmak Publishing.