“ემ ქეი დი“-ს საქართველოში უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორში განხორციელებული უმსხვილესი ტრანზაქციებისა და მასშტაბური პროექტების სამართლებრივი ასისტირების შთამბეჭდავი გამოცდილება გააჩნია. ჩვენს მდიდარ გამოცდილებასა და ფართო კომპეტენციას საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის, ადგილობრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა ერწყმის, რის საფუძველზეც ფირმის იურისტები, საჭიროების შემთხვევაში, კლიენტებს დახმარებას უწევენ, შეიმუშავონ სამართლებრივი და საგადასახადო სტრუქტურა უძრავი ქონების ტრანზაქციებისა და სახელმწიფო რეგისტრაციისათვის. ისინი ასევე, იურიდიულ კონსულტაციებს გასცემენ მოლაპარაკებების დროსა თუ ტრანზაქციების დაწყების წინ (შენობის ან ობიექტის, ნაგებობისა თუ მიწის ნაკვეთის ყიდვა და გაყიდვა, საკუთრებაში გადაცემა და იჯარა), ისევე როგორც საგირავნო და უზრუნველყოფის სხვა გარიგებებზე. “ემ ქეი დი“-ს აქვს უძრავი ქონების მრავალი პროექტის მხარდაჭერის და მასშტაბური ობიექტების მშენებლობისა ფართო გამოცდილება მათ შორისაა საწარმოო ქარხნები, სპორტ-კომპლექსები, კომერციული (ბიზნესცენტრები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, საწყობები და სხვა) და საცხოვრებელი უძრავი ქონება. ჩვენ, ასევე, სამართლებრივ რჩევებს ვაძლევთ არქიტექტორებსა და ინჟინრებს, ისევე, როგორც სამშენებლო კომპანიებს, პროექტის ჩაბარების ყველა ეტაპზე - დაწყებული საჯარო ტენდერებით და დასრულებული სამშენებლო კონტრაქტების მომზადებითა და დადებით (მათ შორის ინჟინერ-კონსულტანტების საერთაშორისო ფედერაციის/FIDIC ან მსოფლიო ბანკის პირობების მიხედვით და სხვა). იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ დეველოპერულ პროექტებს, მოიცავს სამართლებრივი კვლევის (due diligence) მომზადებას იმისათვის, რომ გამოვავლინოთ და შევამციროთ რისკები ჩვენი კლიენტებისათვის; მომსახურება შედგება უძრავ ქონებაზე უფლებების ანალიზის, ქონების ოპერირებასა და მართვის, ასევე, კონტრაქტორების მიერ შეთავაზებულ პროექტებში მონაწილეობის გზების განსაზღვრისაგან. „ემ ქეი დი“ იურიდიულ კონსულტაციას უწევს კლიენტებს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, უძრავ ქონებაზე უფლებების დარეგისტრირების წერილების მომზადების სტადიით დაწყებული - მისი საბოლოო მართვის გზების დასახვით დასრულებული. ჩვენ, ასევე, კლიენტებს ვეხმარებით უძრავ ქონებასა თუ მშენებლობასთან დაკავშირებული რთული საკითხების გადაწყვეტაში და საჭიროების შემთხვევაში, წარმოვადგენთ მათ სასამართლოში.