ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
22 სექტემბერი, 2025

იურიდიულმა ფირმა „ემ ქეი დიმ“ სამედიცინო კლინიკა „უნიქალმედის“ რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით დაასრულა

MKD_Unicalmedi

იურიდიულმა ფირმა „ემ ქეი დიმ“ წარმატებით დაასრულა სამედიცინო კლინიკა „უნიქალმედის“ რეაბილიტაციის პროცესი (მიმართულების ხელმძღვანელი პარტნიორი არჩილ კბილაშვილი).

კლინიკა „უნიქალმედი“ მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკაა, რომლის საქმიანობის საგანი სამედიცინო მომსახურებაა. კლინიკას  300-მდე დასაქმებული პირი ჰყავს.

შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, კლინიკა ვეღარ ახერხებდა ვადამოსული ვალდებულებების შესრულებას, მისი დავალიანება მრავალ მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნულს დაემატა ისიც, რომ ერთ-ერთი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მომხდარიყო კლინიკის აქტივების აუქციონზე სარეალიზაციოდ გაიტანა, რაც კლინიკის უცილობელ გაკოტრებას და არსებობის შეწყვეტას გამოიწვევდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკის გადარჩენის მიზნით, იურიდიული ფირმის დახმარებით, კლინიკამ  რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თხოვნით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რაც 2025 წლის 13 თებერვალს დაკმაყოფილდა და კლინიკა რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა.

რეაბილიტაციის რეჟიმში ყოფნისას, “ემ ქეი დის” დახმარებით, შემუშავდა კლინიკის რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებების განწილვადებით გადახდას გულისხმობს.

“ემ ქეი დის” ჩართულობით, კლინიკის კრედიტორებთან თანამშრომლობის შედეგად, კლინიკის რეაბილიტაციის გეგმას მხარი დაუჭირა კლინიკის უზრუნველყოფილი კრედიტორების 100%-მა და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების 72%-მა პროცენტმა. კრედიტორთა აღნიშნული მხარდაჭერა აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ პირობებს, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 09 სექტემბრის განჩინებით კლინიკის რეაბილიტაციის გეგმა დამტკიცდა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეწყდა.

ამიერიდან კლინიკას შესაძლებლობა ექნება საკუთარი შემოსავლებით უზრუნველყოს როგორც მიმდინარე ხარჯების დაფარვა და შემდგომი განვითარება, ასევე რეაბილიტაციის რეჟიმის დადგომამდე წარმოშობილი ძველი დავალიანებების თანაბარზომიერი და ეტაპობრივი დაფარვა.

კლინიკის რეაბილიტაციის შედეგად გაიზარდა კლინიკის სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ამავდროულად სამუშაო ადგილი შეინარჩუნა კლინიკის ასეულობით პერსონალმა.

სამედიცინო კლინიკა „უნიქალმედი“ საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამედიცინო კლინიკაა, რომლის რეაბილიტაცია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში წარმატებით განხორციელდა.