ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
16 ივლისი, 2026

მორიგი მსხვილი გარიგება ქართულ საავიაციო ბაზარზე

Air berlin

იურიდიულმა ფირმა „ემ ქეი დიმ“ საავიაციო სალიზინგო სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე წარმოადგინა ტრანზაქციაში, რომლის ფარგლებშიც, „ჯორჯიან ეარვეისს“ იჯარით გადაეცა საჰაერო ხომალდი - ბოინგ 737-800 (MSN 37785).

უკანასკნელი წლების განმავლობაში, „ემ ქეი დის“ ჩართულობით ათამდე საჰაერო ხომალდის გადმოცემა განხორციელდა ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომელთა შორის აღსანიშნავია 2022 და 2023 წლებში ორი „ბოინგის“ იჯარა, ხოლო 2024 წელს ასევე ორი საჰაერო ხომალდის ნასყიდობა.

წინამდებარე გარიგების ფარგლებში გადმოცემული „ბოინგი“ იმყოფებოდა „ეარ ბერლინისა“ და TUI fly-ის ექსპლოატაციაში, რაც ხაზს უსვამს ხომალდის ხარისხსა და ტექნიკურ გამართულობას.

„ემ ქეი დი“ ამაყობს სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული გამოცდილებით. წლების განმავლობაში ფირმა იურიდიულ მომსახურებას უწევდა და უწევს ათამდე ავიაკომპანიას ისევე, როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიებს.

„ემ ქეი დი“-ს მონაწილეობით განხორციელებული გარიგებები მოიცავდა ათობით სამოქალაქო ხომალდის ნასყიდობას, იჯარასა (სველი და მშრალი) და უფლებრივ დატვირთვას. შესაბამისად, ფირმა სამართლიანად აცხადებს პრეტენზიას სამოქალაქო ავიაციის სფეროში წამყვანი იურიდიული ფირმის სტატუსზე.

გარიგება განხორციელდა "ემ ქეი დის" პარტნიორის, სანდრო სამადბეგიშვილის ჩართულობით.