ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
12 მარტი, 2024

ბიზნესის ახალი ვალდებულებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ

cover-site-min

2024 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს ახალი კანონი, რომელიც ამკაცრებს საკანონმდებლო რეგულაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში. ამ საკითხზე, იურიდიული ფირმა "ემ ქეი დის" ორგანიზებით 2024 წლის 23 თებერვალს ჩატარდა ვებინარი, რომელზეც განიხილეს ახალი კანონით შემოთავაზებული ბიზნესისთვის აქტუალური თემები:

▪ მონაცემთა სუბიექტის ახალი უფლებები;
▪ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ახალი წესი;
▪ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი;
▪ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების განხორციელების ვალდებულება;
▪ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ინციდენტისას სავალდებულო ქმედებები;
▪ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა;
▪ აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი;
▪ საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის წესი;
▪ პროფაილინგის მნიშვნელობა და მისი განხორციელების წესი;
▪ სანქციები პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის დარღვევის დროს;

ვებინარს უძღვებოდნენ:

ანი ნოზაძე - Compliance & Risks-ის ირლანდიის ოფისის გლობალურ რეგულაციებთან შესაბამისობის სპეციალისტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი. ანის აქვს საქართველოსა და ირლანდიაში სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე საჯარო და კერძო დაწესებულებებში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება. 2017-2018 წლებში იგი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი და მუშაობდა ახალი კანონის შემუშავების, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სხვა თემებზე.

ეკატერინე კოკიჩაიშვილი - MKD Law-ს უფროსი იურისტი. ეკატერინეს აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება. მის კლიენტებს შორის არის ათობით საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია ინფორმაციული ტექნოლოგიების, ელექტრონული კომერციის, ფარმაცევტულ, სამშენებლო და სხვა ინდუსტრიებში, მათ შორის, Wizz Air Hungary, Google Inc., Amazon.com Inc., Herbalife Nutrition Ltd, Lenovo Group Limited, Apple Inc, Visa Cemea Holdings Limited, Nokia, Synergy Construction LLC და სხვ.