ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
29 იანვარი, 2024

საკანონმდებლო ცვლილებები სათამაშო ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებით

bigstock-roulette-table-chips-in-a-casi-362380009-1320x742

2024 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, კერძოდ ცვლილებები ვრცელდება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირების, სისტემურ - ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშების მომწყობი პირებისა და მოთამაშის მიერ სათამაშო ანგარიშიდან ან სალაროდან გატანილი თანხების დაბეგვრის წესებზე. განისაზღვრა საშემოსავლო და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც სათამაშო აპარატების სალონის ან/და აზარტული თამაშობის სისტემურ - ელექტრონული ფორმით მოწყობიდან იღებენ შემოსავალს. ეს დაბეგვრის ობიექტია - მოთამაშეებისგან მიღებული ფსონებისა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.

პირის მიერ სათამაშო აპარატების მოწყობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლისთვის საშემოსავლო და მოგების გადასახადი 15%-ია. გადასახადის გადახდისა და დეკლარირების საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე. ამასთანავე, პირის მიერ აზარტული თამაშობების სისტემურ - ელექტრონული ფორმით ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი თანხის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთია 15%.

არა სისტემურ - ელექტრონული ფორმით მოწყობილი სათამაშო აპარატის თამაშობებში მონაწილე პირის მოგებული თანხა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით იბეგრება.

სისტემურ - ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ - ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სისტემურ - ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა და იბეგრება 5 %-ით.

ავტორი: დავით ესებუა