ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
19 ნოემბერი, 2023

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ერთ-ერთი წამყვანი კომერციული ბანკის წინააღმდეგ აღძრული სარჩელების შესახებ

„იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ წარმომადგენლობით, აღძრულია სარჩელები, ერთი მხრივ, ერთ-ერთი წამყვანი კომერციული ბანკის (სამოქალაქო დავა) და, მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ (ადმინისტრაციული დავა). ორივე სარჩელი, ერთობლიობაში, ეხება ეროვნული ბანკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციათა ხარვეზიან იმპლემენტაციას ქართულ სამართლებრივ სივრცეში ისევე, როგორც კომერციული ბანკის მხრიდან სასანქციო მოთხოვნათა გადაჭარბებულად ფართო ინტერპრეტაციას, რითაც მარწმუნებელს ადგება მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი.

“მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სებ-ის შესაბამისი ბრძანებები, თავისი ფორმითა და შინაარსით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ისევე, როგორც საერთაშორისო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას. საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული პრეცედენტული ხასიათის მატარებელი ორივე სარჩელი მიღებულია წარმოებაში სასამართლოს მიერ” - აცხადებს ფირმის პარტნიორი, სანდრო სამადბეგიშვილი, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს კლიენტის ინტერესებს.