ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
19 ოქტომბერი, 2023

„ემ ქეი დიმ“ გაუწია სრული იურიდიული თანხლება და წარმომადგენლობა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პარტნიორებს ამავე უნივერსიტეტის 100% წილის გასხვისების პროცესში

MKD & IBSU

იურიდიულმა ფირმა „ემ ქეი დიმ“ გაუწია სრული იურიდიული თანხლება და წარმომადგენლობა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პარტნიორებს ამავე უნივერსიტეტის 100% წილის გასხვისების პროცესში. მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად, მხარეთა შორის შედგა გარიგება, რომლის ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული, მას წლების განმავლობაში ყველაზე მსხვილ ტრანზაქციად აქცევს საგანმანათლებლო სფეროში.

 

„ემ ქეი დი“-ს მოცემულ გარიგებაში წარმოადგენდნენ პარტნიორები, სანდრო სამადბეგიშვილი და დავით მეცხოვრიშვილი.

 

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში წამყვანი კერძო უნივერსიტეტების პარტნიორებს შორის შედგა ამგვარი მასშტაბისა და შინაარსის გარიგება. შედეგად, ქართულმა საგანმანათლებლო ბაზარი შეინარჩუნებს 30-წლიანი ისტორიის მქონე „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“, რომელიც, გვჯერა, კიდევ უფრო განვითარდება უახლოეს წლებში. გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულებები არაერთ წელზეა განაწილებული, რის სწორი რეგლამენტაციაც ორივე მხარის იურიდიული მრჩევლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებასა და ექსპერტიზას საჭიროებდა“ - განაცხადა სანდრო სამადბეგიშვილმა.