იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ მოხარულია, 2023 წლის პირველ სიახლედ გაცნობოთ ფირმის პარალეგალის, ელენე ნუცუბიძის, უმცროსი იურისტის პოზიციაზე დაწინაურების შესახებ. ელენე „ემ ქეი დი“-ს გუნდს 2021 წლის დეკემბერში შემოუერთდა და განვლილი პერიოდის განმავლობაში გამორჩეული პროფესიული უნარები გამოავლინა.
იგი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს და არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ფაკულტეტის მაგისტრანტი. წინათ ელენე სხვადასხვა პოზიციას (სტაჟიორი, უმცროსი იურისტი) იკავებდა წამყვან სამშენებლო კომპანიაში, აშშ-ის საელჩოში და ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში.
აღსანიშნავია, რომ ელენეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ იმიტირებულ სასამართლო და საარბიტრაჟო პროცესში. მისი შედეგებიდან გამორჩეულია მონაწილეობა ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდებში.
იურიდიულ ფირმაში „ემ ქეი დი“ ელენე ჩართულია შრომითი, სახელშეკრულებო და კორპორატიული მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების სამართლებრივი მხარდაჭერის კუთხით. მხოლოდ ამ სექტორში, იგი მონაწილეობს იურიდიული მომსახურების გაწევაში ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის Singular, Asseco და Sweeft.
„ემ ქეი დი“ ვულოცავთ ელენეს პროფესიულ საფეხურზე მორიგი ნაბიჯის გადადგმას. ვუსურვებთ, მრავალ მნიშვნელოვან პროექტს, საინტერესო გამოცდილებასა და წარმატებათა უწყვეტ ჯაჭვს.