ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
11 იანვარი, 2023

"ემ ქეი დის" პარალეგალი - ელენე ნუცუბიძე უმცროსი იურისტის პოზიციაზე დაწინაურდა

mkd_Elene Nutsubidze-web

იურიდიული ფირმაემ ქეი დიმოხარულია, 2023 წლის პირველ სიახლედ გაცნობოთ ფირმის პარალეგალის, ელენე ნუცუბიძის, უმცროსი იურისტის პოზიციაზე დაწინაურების შესახებ. ელენეემ ქეი დი“- გუნდს 2021 წლის დეკემბერში შემოუერთდა და განვლილი პერიოდის განმავლობაში გამორჩეული პროფესიული უნარები გამოავლინა.

იგი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს და არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ფაკულტეტის მაგისტრანტი. წინათ ელენე სხვადასხვა პოზიციას (სტაჟიორი, უმცროსი იურისტი) იკავებდა წამყვან სამშენებლო კომპანიაში, აშშ-ის საელჩოში და ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში.

აღსანიშნავია, რომ ელენეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ იმიტირებულ სასამართლო და საარბიტრაჟო პროცესში. მისი შედეგებიდან გამორჩეულია მონაწილეობა ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდებში.

იურიდიულ ფირმაშიემ ქეი დიელენე ჩართულია შრომითი, სახელშეკრულებო და კორპორატიული მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების სამართლებრივი მხარდაჭერის კუთხით. მხოლოდ ამ სექტორში, იგი მონაწილეობს იურიდიული მომსახურების გაწევაში ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის Singular, Asseco და Sweeft.

ემ ქეი დივულოცავთ ელენეს პროფესიულ საფეხურზე მორიგი ნაბიჯის გადადგმასვუსურვებთ, მრავალ მნიშვნელოვან პროექტს, საინტერესო გამოცდილებასა და წარმატებათა უწყვეტ ჯაჭვს