ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
21 ნოემბერი, 2022

შეხვედრა ისრაელის კონსულთან

mkd-israel-site2-2

იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პარტნიორი, სანდრო სამადბეგიშვილი, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს კონსულს, ქალბატონ ჰადას კოენს შეხვდა. ფირმა საქართველოში ისრაელის საელჩოს სრულ იურიდიულ მომსახურებას ჯერ კიდევ 2010 წლიდან უწევს. ახლად-დანიშნულ კონსულთან შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის დროსაც, მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის ისტორია და ურთიერთობის სამომავლო გეგმები. ისრაელის მხარის ინტერესს წარმოადგენს ისრაელის მოქალაქეებისა და ისრაელელი ინვესტორების უფლებათა დაცულობა, რაც მნიშვნელოვან სამართლებრივ ასპექტებს შეიცავს. სწორედ ამ ჭრილში, შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, მიმოიხილეს საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს ის ასპექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საელჩოს ოპერირებისთვის, ისე საქართველოში ისრაელის მოქალაქეთა და ბიზნეს ინტერესების დაცვისთვის.

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ამაყობს ურთიერთობებით როგორც ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, ისე ისრაელელ კოლეგებთან და ისრაელურ ბიზნეს წრეებთან. წლების განმავლობაში, იურიდიულმა ფირმამ წარმატებით გაუწია სამართლებრივი თანხლება ისრაელის ათობით ბიზნესსა და ბიზნესმენს საქართველოში, როგორც ტრანზაქციულ ნაწილში, ისე სამოქალაქო და სისხლის-სამართლებრივი დავების კუთხით.