ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
29 ოქტომბერი, 2022

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ აგრძელებს მონაწილეობას საქართველოში PPP-ის პოპულარიზაციაში

mkd_PPP

იურიდიულ ფირმას “ემ ქეი დი” 2017 წლიდან შეაქვს წვლილი მსოფლიო ბანკის PPP ინფრასტრუქტურის კვლევაში. 2018 წელს საჯარო და კერძო პარტნიორობის მარეგულირებელი კანონის მიღების შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო ინსტიტუტების ინტერესი საქართველოში PPP-ის მიმართ.

 

PPP პროექტების მიმდინარეობის სრული ციკლის ფარგლებში, კვლევა აფასებს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზის ხარისხს და მოიცავს: ა) სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს მიმოხილვას, ბ) PPP-ს მომზადების საკვანძო მახასიათებლების შეფასებას, გ) შესყიდვებს და დ) ხელშეკრულების მართვას. დოკუმენტი ასევე ეხება კერძო ინიციატივით წარმოდგენილი წინადადებების შეფასებას.

 

მიგვაჩნია, რომ საქართველოში PPP პროექტებში კერძო სექტორის მონაწილეობის გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არსებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან, PPP პროგრამის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და შესყიდვების კიდევ უფრო ეფექტურ და გამჭვირვალე პროცესთან ერთად, ხელს შეუწყობს საქართველოში წარმატებული PPP პროექტების რაოდენობის ზრდას.

 

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ მონაწილეობდა შესაბამისი რეგულაციების შემუშავებასა და სრულყოფაში, ასევე  ახორციელებდა რიგი PPP პროექტების სამართლებრივ თანხლებას. PPP პრაქტიკას ხელმძღვანელობს ფირმის პარტნიორი სანდრო სამადბეგიშვილი.