ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
26 ივლისი, 2022

განცხადება

ლოგო

2022 წლის 25 ივლისს გამოქვეყნდა „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუ  ბატონ ბერნარდ ოდენალთან 

ჟურნალისტის იმ კითხვაზე პასუხად, რომელიც შეიცავდა ციტირებებს იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ 18 ივლისის პრეს-რელიზიდან, ბატონმა ოდენალმა განაცხადა: 

„არ მგონია, რომ შვეიცარიულმა მედიამ, ყოველშემთხვევაში იმ გამოცემებმა, რომლებთანაც მე ვთანამშრომლობ, მართლაც მიიღეს რაიმე პრესრელიზი ქართული მხარისგან. თანაც ეს არც დასჭირდებოდათ, რადგან ივანიშვილს და მის გუნდს ერთობ ცნობილი შვეიცარიელი ლობისტი ჰყავთ დაქირავებული - შვეიცარიის ყოფილი ელჩი გერმანიაში, თომას ბორერი. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბორერი მიაწოდებდა მსგავს ინფორმაციას შვეიცარიულ მედიას. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთი ინფორმაციისათვის იგნორირება არ გაგვიკეთებია. ასე რომ, არ მესმის, რას ეყრდნობა ქართული ფირმის პრეტენზიები“.

ვადასტურებთ, რომ კლიენტი ნამდვილად სარგებლობს ბატონი ბორერის მომსახურებით, რომელმაც მართლაც დაამყარა კომუნიკაცია არაერთ შვეიცარიულ გამომცემლობასთან, ტელევიზიასთან თუ რადიოსთან. სამწუხაროდ, ბატონი ოდენალი ცდება, როდესაც აცხადებს, რომ შვეიცარიული მედიის მიერ არ მომხდარა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის იგნორირება. აღნიშნულს ადასტურებს ვრცელი მიმოწერები სხვადასხვა მედია ჯგუფის წარმომადგენლებთან. მიუხედავად მჭიდრო კომუნიკაციისა, დღემდე არ გამოქვეყნებულა არცერთი სტატია და არ მომზადებულა არცერთი სიუჟეტი იმ გარემოებათა ირგვლივ, რაზეც ჩვენგან კეთდებოდა აქცენტი. 

ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მზად ვართ, ბატონ ოდენალს მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია, რათა მან თავად შეძლოს საკითხის ობიექტურად განსჯა. მეტიც, მზად ვართ ავუხსნათ საკითხის მნიშვნელობა შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის და ვითანამშრომლოთ მასთან, თუკი თავად გადაწყვეტს საკითხის გაშუქებას.