საიმიგრაციო კანონმდებლობაში შესულმა ცვლილებებმა, რომელიც ძალაშია 2026 წლის 01 მარტიდან, ფუნდამენტურად შეცვალა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების წესი. მთავარი სიახლე შრომითი საქმიანობის უფლების შემოღებაა, რაც მნიშვნელოვან ვალდებულებებს აკისრებს როგორც დამსაქმებლებს, ისე დასაქმებულებს.
ვინაიდან ამ რეფორმამ ბევრი პრაქტიკული კითხვა წარმოშვა, ჩვენი ფირმის უფროსმა იურისტმა, ანი ნანობაშვილმა, მოამზადა საინფორმაციო გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ შემდეგი საკითხების გარკვევში:
ვისზე ვრცელდება ახალი რეგულაციები;
როგორ უნდა მართოთ ვაკანსიის გამოქვეყნებისა და ნებართვის მიღების ვადები;
როგორ აირიდოთ გაუთვალისწინებელი სანქციები.
მიმოხილვა დაგეხმარებათ საერთო სურათის დანახვაში, თუმცა პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე, მზად ვართ გაგიწიოთ ინდივიდუალური კონსულტაცია და დაგეხმაროთ თქვენი კომპანიის საქმიანობის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.