კმაყოფილებით გაცნობებთ, რომ იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი"-ს ორი გამორჩეული წევრი – ანი ნანობაშვილი და მარიამ ქარსელაძე დაწინაურდნენ უფროსი იურისტის პოზიციაზე.
მათ პროფესიონალიზმს, ერთგულებასა და შრომისმოყვარეობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ფირმის წარმატებაში. ვულოცავთ ანის და მარიამს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომავალ საქმიანობაში!