ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
24 დეკემბერი, 2024

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მოცულობითი ტრანზაქცია ქართულ საავიაციო ბაზარზე

Boeings 737-700 and 800

იურიდიულმა ფირმა „ემ ქეი დიმ“ წარმოადგინა საავიაციო სალიზინგო სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე ტრანზაქციაში, რომლის ფარგლებშიც, ნასყიდობის გზით, „ჯორჯიან ეარვეისს“ გადაეცა ორი საჰაერო ხომალდი, ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800. ხსენებული გარიგება არის უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მოცულობითი ტრანზაქცია ქართულ საავიაციო ბაზარზე. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის ივლისში „ემ ქეი დი“-ს ჩართულობით ორი საჰაერო ხომალდის იჯარით გადმოცემა მოხდა საქართველოში.

„ემ ქეი დი“ ამაყობს სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული გამოცდილებით. წლების განმავლობაში ფირმა იურიდიულ მომსახურებას უწევდა და უწევს ათამდე ავიაკომპანიას ისევე, როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიებს. „ემ ქეი დი“-ს მონაწილეობით განხორციელებული გარიგებები მოიცავდა ათობით სამოქალაქო ხომალდის ნასყიდობას, იჯარასა (სველი და მშრალი) და უფლებრივ დატვირთვას. შესაბამისად, ფირმა სამართლიანად აცხადებს პრეტენზიას სამოქალაქო ავიაციის სფეროში წამყვანი იურიდიული ფირმის სტატუსზე.

გარიგება განხორციელდა "ემ ქეი დის" პარტნიორის, სანდრო სამადბეგიშვილის ჩართულობით.