ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
16 ივლისი, 2024

იურიდიული ფირმა "ემ ქეი დის" მხარდაჭერით გამოიცა წიგნი "ბრალი სამოქალაქო სამართალში"

for site

იურიდიული ფირმა "ემ ქეი დის" მხარდაჭერით გამოიცა წიგნი "ბრალი სამოქალაქო სამართალში", რომელიც ბრალის კატეგორიის პირველი ფუნდამენტური კვლევაა თანამედროვე ქართული სამოქალაქო სამართლის სივრცეში.

მასში განხილულია ერთი მხრივ, ბრალის ფენომენის წარმოშობა-განვითარების პროცესი საეკლესიო სამართლის წიაღიდან საერო (საწყისში სისხლის, შემდგომ სამოქალაქო) სამართალში დამკვიდრებამდე, მეორე მხრივ, ბრალი, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის პირობა და მისი თავისებურებანი სანივთო თუ ვალდებულებით სამართალში, მისი მიმართება სამართლის ბუნებრივ (ფიზიკური პირი) თუ ფიქციურ (იურიდიული პირი) სუბიექტებთან.

წიგნი განკუთვნილია ცივილისტიკის პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.