ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
22 ნოემბერი, 2023

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ იურისტმა, ანი ნანობაშვილმა, მედიატორის სტატუსი მოიპოვა.

Ani Nanobashvili

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ იურისტმა, ანი ნანობაშვილმა, მედიატორის სტატუსი მოიპოვა. ანი 7 წელია „ემ ქეი დის“ გუნდის ნაწილი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია. მედიატორის სტატუსის მოსაპოვებლად, მან წარმატებით გაიარა მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის სამივე საკვალიფიკაციო ეტაპი.

„ჩვენი ფირმის სასამართლო საქმისწარმოების გუნდის ერთ-ერთ პრინციპს წარმოადგენს სამოქალაქო დავებში იმგვარი წინაპირობების შექმნა, რომლებიც ფირმის კლიენტებისთვის დავის მორიგებით დასრულებას მათთვის ხელსაყრელი პირობებით ხდის შესაძლებელს. ყოველთვის, როდესაც ვხედავთ, რომ დავის მორიგებით დასრულება მარწმუნებლისთვის კომერციულად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე დავის ხანგრძლივად წარმოება, აღსრულების ბუნდოვანი პერსპექტივით, ჩვენი არჩევანი და რჩევა კლიენტისადმი დავის სწორედ მორიგებით დასრულებაა. ამ მიდგომის წყალობით, ფირმაშიც და უშუალოდ ჩემს პრაქტიკაშიც დაგროვილია არაერთი ღირებული მაგალითი, რომელიც დავაში მონაწილე მხარეთა პოზიციების დაახლოვებასა და მათთვის დავის მშვიდობიანად დასრულების უპირატესობათა წარმოჩენაში დამეხმარება. ამდენად, მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი, არა ფორმალობა, არამედ ჩვენი გაცნობიერებული არჩევანია“ - აცხადებს ანი ნანობაშვილი.