იურიდიულმა ფირმა „ემ ქეი დიმ“ წარმოადგინა და გაუწია სრული სამართლებრივი თანხლება ირლანდიურ საავიაციო სალიზინგო კომპანიას გარიგებაში, რომლის ფარგლებშიც წამყვანმა ქართულმა ავიაკომპანიამ იჯარის უფლებით მიიღო BOEING-737-800 ტიპის სამოქალაქო საჰაერო ხომალდი. გარიგებაში ქართული მხრიდან ჩართული იყო ფირმის პარტნიორი სანდრო სამადბეგიშვილი. ხსენებული გარიგება იყო რიგით მეორე უკანასკნელი თვეების განმავლობაში, რაც „ემ ქეი დი“-ს, როგორც საავიაციო სამართლის სფეროში წამყვანი ქართული იურიდიული ფირმის სტატუსს განამტკიცებს.
„ემ ქეი დი“ ამაყობს სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული გამოცდილებით. წლების განმავლობაში ფირმა იურიდიულ მომსახურებას უწევდა და უწევს ათამდე ავიაკომპანიას ისევე, როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიებს. „ემ ქეი დი“-ს მონაწილეობით განხორციელებული გარიგებები მოიცავდა ათობით სამოქალაქო ხომალდის ნასყიდობას, იჯარასა (სველი და მშრალი) და უფლებრივ დატვირთვას.