ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
30 ივნისი, 2023

"პეისერა საქართველოს" და „ემ ქეი დის“ შეხვედრა

საქართველოს საბანკო სისტემის მეთხუთმეტე მოთამაშის, ახალი ციფრული ბანკის - "პეისერა საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, შეხვედრა გამართა იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ გუნდის წევრებთან.

ბატონმა დიმიტრიმ წარმოადგინა ციფრული ბანკის ბიზნეს მოდელი, რომელიც დიდწილად ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება, შეეხო მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას, ბანკის განვითარების პერსპექტივებს, საბანკო პროდუქტების ფინანსურ სარგებლიანობასა და მოქნილობას. განხილულ იქნა იურიდიული ფირმის მიერ კლიენტთა მომსახურების პროცესში „პეისერას“ საბანკო პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობა.

აღნიშნული შეხვედრის დროს ფირმის პარტნიორმა სანდრო სამადბეგიშვილმა საქართველო საბანკო ბაზარზე ციფრული ბანკის გამოჩენის და მისი მნიშვნელობის შესახებ აღნიშნა: „ახალი, განსხვავებული და ინოვაციური მოთამაშის გამოჩენა  ქართულ საბანკო ბაზარზე და იმგვარი საბანკო მომსახურების შეთავაზება, რომელიც შინაარსობრივად და პრაქტიკულად უფრო აახლოვებს ქართველ მომხმარებელს და ქართულ ბიზნესს ევროპის სივრცეს დადებით მოვლენას წარმოადგენს.“