იურიდიულმა ფირმა „ემ ქეი დიმ“ წარმოადგინა და გაუწია სრული სამართლებრივი თანხლება ირლანდიურ საავიაციო სალიზინგო კომპანიას გარიგებაში, რომლის ფარგლებშიც წამყვანმა ქართულმა ავიაკომპანიამ იჯარის უფლებით მიიღო BOEING-737-700 ტიპის სამოქალაქო საჰაერო ხომალდი. გარიგებაში ქართული მხრიდან ჩართული იყო ფირმის პარტნიორი სანდრო სამადბეგიშვილი.
„ემ ქეი დი“ ამაყობს სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული გამოცდილებით. წლების განმავლობაში ფირმა იურიდიულ მომსახურებას უწევდა და უწევს ათამდე ავიაკომპანიას ისევე, როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიებს. აღნიშნულის ფარგლებში, განხორციელებულია ათობით სამოქალაქო ხომალდის ნასყიდობა, იჯარა (სველი და მშრალი) და უფლებრივი დატვირთვა.