ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
23 დეკემბერი, 2022

იურიდიულმა ფირმამ "ემ ქეი დი“ (MKD Law) „გებრიუდერ ვაის საქართველო“ მნიშვნელოვანი აქტივების ნასყიდობასთან დაკავშირებულ გარიგებაში წარმოადგინა

Gebrueder_Weiss_Georgien_Standort_2

იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ (MKD Law) შპს „გებრიუდერ ვაის საქართველო“ (Gebruder Weiss Georgia LLC) მნიშვნელოვანი აქტივების ნასყიდობასთან დაკავშირებულ გარიგებაში წარმოადგინა. უძრავი ქონება, რომელიც თბილისის აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს, გამოყენებული იქნება კომპანიის არსებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის შემდგომი განვითარებისა და გაფართოებისთვის. გარიგების სამართლებრივ ასპექტებს, MKD Law-ს სახელით, ფირმის პარტნიორები - დავით მეცხოვრიშვილი და მიხეილ გოგეშვილი უძღვებოდნენ. 


„გებრიუდერ ვაისი“ მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც ოპერირებს. 2022 წლის დეკემბერში, კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის, ასევე MKD Law-სთან წარმატებული თანამშრომლობის ათი წლისთავი შესრულდა.