იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ უფროსი პარტნიორი, არჩილ კბილაშვილი და პარტნიორი, სანდრო სამადბეგიშვილი, საქართველოში იაპონიის ელჩს, ბატონ აკირა იმამურას შეხვდნენ. ფირმა საქართველოში იაპონიის საელჩოს სრულ იურიდიულ მომსახურებას 2014 წლიდან უწევს. მოქმედ ელჩთან შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის დროსაც, მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს ის ასპექტები, რომლებიც საელჩოსთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია როგორც საელჩოს ოპერირებისთვის, ისე საქართველოში მისი მიმდინარე და სამომავლო აქტივობების სამართლებრივი მხარდაჭერისთვის.