ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
15 ნოემბერი, 2022

Google Pay-ს საქართველოში ამოქმედება იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს ჩართულობით მოხდა

5dfbcd8b855cc27cda3b8047

დღეიდან საქართველოში ანდროიდის მომხმარებლები შეძლებენ უკონტაქტო გადახდა Google Pay-ს მეშვეობით განახორციელონ, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას გადაიხადონ სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ. 

Google Pay-ს ადგილობრივი სამართლის საკითხებზე იურიდიული მომსახურება „ემ ქეი დი“-ს უფროსმა იურისტებმა ნატალია ბაბაკიშვილმა და ეკატერინე კოკიჩაიშვილმა გაუწიეს.

„მოხარულნი ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, ჩვენი მცირე წვლილი შეგვეტანა საქართველოში გადახდის თანამედროვე ინსტრუმენტების დანერგვაში. 21-ე საუკუნეში ფინანსური ინფორმაციის დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რასაც Google Pay უზრუნველყოფს“ - აღნიშნეს იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს იურისტებმა.