ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
2 ნოემბერი, 2022

იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ სამი თანამშრომელი დააწინაურა

web1

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“  სამი თანამშრომელი დააწინაურა.

ეკატერინე კოკიჩაიშვილს უფროსი იურისტის სტატუსი მიენიჭა, ხოლო მარიამ ქარსელაძე და ანი ნანობაშვილი უმცროსი იურისტობიდან იურისტის პოზიციაზე დაწინაურდნენ. 

ეკატერინე კოკიჩაიშვილმა ფირმაში მოღვაწეობა 2013 წელს სტაჟიორის პოზიციაზე დაიწყო, დღეს ის MKD LAW-ს უფროსი იურისტია. მისი პრაქტიკული საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს საკორპორაციო და M&A-თან დაკავშირებული საკითხები, დასაქმება და იმიგრაცია, პერსონალური მონაცემების დაცვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. გარიგებებთან დაკავშირებული საქმიანობის გარდა, ეკატერინე აქტიურად წარმოადგენს კლიენტებს სასამართლოებში და, ასევე, მოლაპარაკებების დროს.  

მარიამ ქარსელაძე MKD LAW-ს გუნდს მას შემდეგ შემოუერთდა, რაც, 2017 წელს, წარმატებით დაასრულა 5 თვიანი სტაჟირების პროგრამა ფირმის იურიდიულ კლინიკაში და დაწინაურებამდე პარალეგალად, შემდეგ კი უმცროს იურისტად მუშაობდა. მისი პრაქტიკის ძირითადი სფეროებია შრომის სამართალი, კორპორატიული (სამეწარმეო) სამართალი და M&A, სასამართლო დავები, არბიტრაჟი და დავების გადაწყვეტა. იგი, ასევე, კლიენტებს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წინაშე სხვადასხვა პროცესებში. 

ანი ნანობაშვილს იურიდიული საქმიანობის ექვსწლიანი პრაქტიკა გააჩნია. ისიც, მარიამის  მსგავსად, ფირმის იურიდიულ კლინიკაში სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად დარჩა ფირმაში და პარალეგალის, მერე კი უმცროსი იურისტის სტატუსით განაგრძო მუშაობა. გამოცდილების დაგროვებისა და ცოდნის გაღრმავების შემდეგ  კი იურისტის პოზიციაზე დაწინაურდა. ანის იურიდიული პრაქტიკა შრომისა და საიმიგრაციო სამართალს, კორპორატიულ (სამეწარმეო) სამართალსა და M&A-ს, ასევე, სასამართლო დავებს მოიცავს. 

ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს ამ წარმატებას, წინსვლას და ახალ მიღწევებს ვუსურვებთ მათ!