ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
1 ნოემბერი, 2022

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ 26 წლის იუბილეს აღნიშნავს

26

გვახარებს, ის ფაქტი რომ, ჩვენი ფირმა უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია განუხრელად მიუყვება წარმატების გზას და წამყვან ქართულ იურიდიულ ფირმებს შორის ადგილს ღირსეულად იკავებს. 


ჩვენი ყველა მიღწევა თავდაუზოგავი შრომის, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობებისა და პროფესიულ განვითარებაზე განუწყვეტელი ზრუნვის შედეგია. თუმცა, მთავარი მონაპოვარი, ალბათ, მაინც „ემ ქეი დის“ გუნდი და ის ადამიანური ურთიერთობებია, რაც ფირმის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამის საძირკველს მაღალი ადამიანური და პროფესიული პასუხისმგებლობა, საერთო ღირებულებებისადმი ერთგულება და კეთილსინდისიერება წარმოადგენს. დიდი მადლობა მათ ამისათვის!


ასევე, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კოლეგებს, ბიზნეს-პარტნიორებსა და საქმიან ურთიერთობაში მყოფ ყველა ადამიანს ამ არც თუ ისე მოკლე პერიოდის მანძილზე თანამშრომლობის, ნდობისა და დაფასებისათვის! 


ჩვენი იურიდიული ფირმის გუნდი განაგრძობს თქვენს სამსახურში ყოფნას და განვითარებას.  


„ემ ქეი დი“ -  თქვენი და ერთმანეთის იმედი!