ENG
cube.svg cube_not_main.svg
arrow_single.svg უკან დაბრუნება
20 ოქტომბერი, 2022

იურიდიულმა ფირმა „ემ ქეი დიმ“ წარმოადგინა TAV Urban Georgia საქართველოს ისტორიაში გადახდისუუნარობის ყველაზე კომპლექსურ საქმეში

TAV_MKD_წებ

იურიდიულმა ფირმა „ემ ქეი დიმ“ წარმოადგინა TAV Urban Georgia, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი, საქართველოს ისტორიაში გადახდისუუნარობის ყველაზე კომპლექსურ საქმეში.

 

TAV Urban Georgia Georgian Airways-ის უმსხვილესი კრედიტორია, რომელმაც გადახდისუუნარობის საქმის წარმოება 2021 წლის ბოლოს დაიწყო, ახლად მიღებული კრედიტორთა რეაბილიტაციისა და კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონის საფუძველზე.

 

ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შედეგად, კრედიტორები დათანხმდნენ რეაბილიტაციის გეგმას, რომელიც შემდგომში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. აღნიშნული საქმე და მიღებული შეთანხმება კარგი ტესტია 2021 წელს ძალაში შესული კანონისათვის.

 

საქმეში ჩართული მხარეები იმედოვნებენ, რომ პროცესი დებიტორის რეაბილიტაციითა და კრედიტორების დაკმაყოფილებით დასრულდება. მხარეთა შორისაა საქართველოს მთავარი აეროპორტის ოპერატორი, რომელსაც იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი" წარმოადგენს.

ამ საქმეზე  იურიდიულ გუნდს ხელმძღვანელობდნენ იურიდიული ფირმა "ემ ქეი დის" უფროსი პარტნიორი არჩილ კბილაშვილი და პარტნიორი სანდრო სამადბეგიშვილი.