საერთაშორისო იურიდიული ცნობარი Chambers and Partners იურიდიულ ფირმას “ემ ქეი დი“ კვლავ მაღალ შეფასებას აძლევს.
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა იურიდიულმა ცნობარმა, ფირმის კლიენტებისა და სხვა იურიდიული ფირმის თანამშრომლების უკუკავშირის ანალიზის საფუძველზე „ემ ქეი დი“-ს ასეთი შეფასება მისცა: „იურიდიული ფირმა “ემ ქეი დი“ წარმოადგენს იურისტების გამორჩეულ გუნდს, რომელსაც ბიზნესის ბაზარზე შესვლისა და ბაზრიდან გასვლის, M&A და ფინანსური ტრანზაქციების საკითხებზე მუშაობის, ასევე ზოგადი კომერციული რჩევების გაცემის კუთხით დიდი გამოცდილება გააჩნია. ფირმა თანამშრომლობს რეგულირებად სექტორებში ოპერირებად გლობალურ კომპანიებთან და განვითარების ბანკებთან.
აგრეთვე, აქტიურადაა ჩართული კაპიტალის ბაზართან დაკავშირებულ პროექტებში. „ემ ქეი დი“ ცნობილია ენერგეტიკის, სამშენებლო, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორების კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებითაც. ისინი ხშირად თანამშრომლობენ საერთაშორისო იურიდიულ ფირმებთან “.
როგორც Chambers and Partners-ის კვლევის შედეგებშია აღნიშნული, კლიენტების შეფასებით, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი" „ძალიან პროაქტიულია, ფირმის თანამშრომლები კლიენტებთან კომუნიკაციაში ყოველდღიურად არიან ჩართული და გამოირჩევიან გუნდური მუშაობით."
ასევე, მაღალი ინდივიდუალური შეფასება მიიღეს ფირმის იურისტებმაც. „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი, ვიქტორ ყიფიანი, ცნობარის მიერ I თანრიგის იურისტადაა რანგირებული "ვიქტორ ყიფიანი ქართული იურიდიული ბაზრის წამყვანი იურისტია, რომელსაც კორპორაციული ბიზნეს-სამართლისა და კაპიტალის ბაზრის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.“ გამოკითხვის თანახმად, „იგი ყოველთვის მზადაა, საქმეში დამატებითი ძალისხმევის ჩასადებად“, „გამოირჩევა გულისხმიერებითა და შესანიშნავი კომერციული ალღოთი“.
„ემ ქეი დი"-ს კიდევ ერთი უფროსი პარტნიორი, არჩილ კბილაშვილი, ასევე აღიარებულია როგორც „გამორჩეული პრაქტიკოსი იურისტი, რომელიც სამართლებრივ კონსულტაციებს გასცემს კომერციული და სისხლის სამართლის დავებზე, მათ შორის თაღლითობასთან დაკავშირებულ საკითხებზე“.
გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კოლეგებსა და ბიზნესპარტნიორებს მათი თანამშრომლობის, ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის, რაც პროფესიულ საქმიანობაში ჩვენი დიდი მოტივატორია.