იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. გვიხარია, რომ დღიდან დაარსებისა ეს არცთუ ისე მოკლე და იოლი გზა წარმატებით, საერთო ღირებულებებისა და ჩვენი პროფესიის ეთიკური ქცევის პრინციპების განუხრელი დაცვით გავიარეთ.
ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მეოთხედი საუკუნის მანძილზე „ემ ქეი დი“-ს ღირსეულად უჭირავს კუთვნილი ადგილი წამყვან ქართულ იურიდიულ ფირმებს შორის, რაც გუნდის ყველა წევრის მაღალი კვალიფიკაციისა და თავდადებული შრომის შედეგია.
გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კოლეგებს, ბიზნეს-პარტნიორებს და საქმიან ურთიერთობაში მყოფ ყველა ადამიანს თუ ორგანიზაციას მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის! ეს ჩვენი ფირმის წარმატებისა და მოტივაციის ქვაკუთხედია.
ჩვენ კი კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი პრაქტიკისა და სერვისების გაუმჯობესებას, ისევე როგორც ქვეყანაში იურიდიული პროფესიის განვითარების ხელშეწყობას.