იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ აზარტული თამაშების მიმწოდებელ წამყვან კომპანიას Singular საქართველოში ავტორიზაციის სერტიფიკატისა და აზარტული თამაშების მიწოდების ნებართვის მოპოვების პროცესში სრული სამართლებრივი თანხლება გაუწია.
2020 წელს აზარტული თამაშების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო არსებითად შეიცვალა. მათ შორის, რეგულირებას დაექვემდებარა აზარტული თამაშების არსებითი პროდუქცია/მომსახურება. გარდა ამისა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნა ავტორიზაციის პროცედურა, რომელიც ახლა უკვე ნებართვის მოპოვების წინაპირობას წარმოადგენს. ავტორიზაციის პროცესის წარმართვის უფლებამოსილება მიენიჭა შერჩეულ პირს - Random Systems International-ის შვილობილ კომპანიას.
აზარტული თამაშების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აზარტული თამაშების მიმწოდებელმა აგრეგატორმა მოიპოვა ნებართვა და საჭირო თამაშებით უზრუნველყოფს უმსხვილეს კომპანიას საქართველოში.
„ემ ქეი დი“-ს გუნდი, ფირმის პარტნიორის, სანდრო სამადბეგიშვილისა და იურისტის, ეკატერინე კოკიჩაიშვილის შემადგენლობით, მოხარულია, რომ იყო ამ პროცესის სამართლებრივი მხარდამჭერი.