ENG

ჩვენი გუნდი

უკან დაბრუნება

მარიამ ანთია

პარტნიორი mantia@mkdlaw.ge +995 322553880

მარიამი ანთია „ემ ქეი დი“-ს პარტნიორია. იგი საკორპორაციო სამართალში სპეციალიზირდება კორპორაციულ მმართვასა და შერწყმა/შეძენაზე (M&A) აქცენტირებით. ასევე, აქტიურადაა დაკავებული ბანკების, ფინანსებისა და კაპტალის ბაზრის პრაქტიკის სფეროებით და ფინანსური სერვისების რეგულატორულ ასპექტებზეა ფოკუსირებული. მარიამის ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში მიღებული სამუშაო გამოცდილება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში განხორციელებულ არაერთ კომპლექსურ და მაღალი ღირებულების მქონე კომერციულ საერთაშორისო ტრანზაქციებზე მუშაობას ემყარება.

მისი წარმომადგენლობა მოიცავს: მსხვილი იაპონური ბანკის სამრთლებრივ კონსულტირებას საბანკო პროდუქტების ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისობასთან დაკავშირებით; Société Générale S.A. -ისათვის იურიდიული კონსულტაციების გაცემას ადგილობრივ საბანკო ინდუსტრიაში როგორც შესყიდვის პირველი მსხვილი გარიგების განხორციელების, ასევე ბაზრიდან გასვლის თაობაზე; NASDAQ OMX-თვის სამართლებრივი რჩევების მიცემა საქართველოს საფონდო ბირჟაზე წილების პოტენციურ შესყიდვასთან  და შესაბამის რეგულაციებთან დაკავშირებით; EBRD-სათვის სხვადასხვა გარიგებებზე კონსულტაციების გაწევა, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის BOT შეთანხმებასთან და ქართულ ვალუტაში პირველი ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით; Wizz Air-ის კონსულტირება საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და მიმდინარე ბიზნსწარმოების შესახებ; Wolt-ის კონსულტირება საქართველოში საკვები პროდუქტების მიტანის სერვისის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით; Marriott Hotels International-ისათვის იურიდიული რჩევების მიცემა საკორპორაციო სამართლისა და საქართველოში განხორციელებული სხავადასხვა პროექტის უძრავი ქონების საკითხებთან დაკავშირებით; უცხო ქვეყნის საელჩოსათვის უძრავი ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციის შესახებ იურიდიული კონსულტაციის გაწევა; ცნობილი საერთაშორისო აგრარული კომპანიის კონსულტირება საქართველოში განხორციელებული სხვადასხვა ოპერაციის სამართლებრივი ასპექტების შესახებ. 

„ემ ქი დი“-ს გუნდში შემოერთებამდე მარიამს სახელმწიფოს მმართველობაში არსებული საწარმოს, საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა და მის მოვალეობებში შედიოდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა.

მარიამ ანთია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და ამჟამად დოქტორის ხარსიხზე მუშაობს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავისუფლების მხარდაჭერის აქტის გაცვლითი პროგრამის საფუძველზე მარიამი ერთი აკადემიური წლის მანძილზე ოსვეგოში, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში (NYU) სწავლობდა. იგი ფლობს NYU-ის სამართლის სკოლის LL.M ხარისხს საკორპორაციო სამართალში. ასევე, გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.