ENG
cube.svg cube_not_main.svg

ჩვენი გუნდი

arrow_single.svg უკან დაბრუნება
ბაქარ ფალავანდიშვილი

ბაქარ ფალავანდიშვილი

იურისტი bpalavandishvili@mkdlaw.ge +995 322553880

პრაქტიკის ძირითადი სფეროები:
სამეწარმეო საკითხები და შერწყმა-გაერთიანება, კონკურენცია და პერსონალური მონაცემები, საგადასახადო და საბაჟო საკითხები

ძირითადი ინდუსტრიები:
ზოგადი ბიზნეს საკითხები, პროექტის დაფინანსება და ინფრასტრუქტურა

ბაქარ ფალავანდიშვილი არის 10 წლიანი გამოცდილების პრაქტიკოსი იურისტი  იურიდიულ ფირმაში „ემ ქე დი“. მისი  პრაქტიკა მოიცავს სამართლის სხვადასხვა დარგებს, თუმცა, იგი ძირითად კონცენტრირებულია კონკურენციის სამართალზე, M&A, საერთაშორისო დაბეგვრასა და პერსონალური მონაცემების საკითხებზე. 2019 წელს იგი დასახელებულ იქნა, როგორც მომავალი თაობის იურისტი Legal 500-ის  მიერ.  

ბაქარ ფალავნდიშვილის უახლესი პროექტები შეეხება „კნაუფის“ კონკურენციის სამართლებრივ კვლევას და რეკომენდაციების შემუშავებას, „ფილიპ მორისისათვის“ რჩევის მიწოდებას ყველა ძირითად რეგულატორულ საკითხზე ახალი პროდუქტის განვითარებასთან დაკავშირებით, ინვესტორის წარმომადგენლობას და გარიგების დოკუმენტების შედგენას „ხობის“ ელექტროსადგურების შესყიდვასთან დაკავშირებით, რჩევს მიწოდებას, წარმომადგენლობას და დოკუმენტების შედგენას „მარიოტ ინტერნეიშენალისთვის“ „სტარვუდის“ შესყიდვასთან დაკავშირებით, „ექსპედიას“ წარმომადგენლობას კონკურენციის სააგენტოსთან, კლიენტის წარმომადგენლობას და დოკუმენტების შედგენას „ქეიემჯი ინთერნეიშენალის“ 51%-ის შესყიდვასთან დაკავშირებით, „ვიზა ინქ.“ რჩევის მიწოდებას პერსონალურ მონაცემთა და რეგულატორულ საკითხებზე, და სხვა. 

ბაქარ ფალავანდიშვილს მოპოვებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტიდან და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი თავისუფალი უნივერსიტეტიდან. იგი სწავლობდა ინგლისის სამართალს ჩესტერის უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო) და გაიარა სამაგისტრო თემის კვლევის პროგრამა საერთაშორისო კომერციულ სამართალში სევილიის უნივერსიტეტში (ესპანეთი). 

ბაქარი, ასევე, არის ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მთავარი იურიდიული მრჩეველი და გამგეობის წევრი.  იგი არის  სხვადასხვა პუბლიკაციების ავტორი ისეთი პერიოდული გამოცემებისათვის, როგორიცაა Thomson Reuters, LexisNexis, Data Guidance და სხვა კონკურენციის, პერსონალური მონაცემების და სხვა საკითხებზე.